კეტი პერი ორლანდო ბლუმს დაჰპირდა, რომ 3 თვის განმავლობაში ფხიზელი იქნება

„ვერ დამიყოლიებთ” – თქვა პოპვარსკვლავმა კოქტეილის წვეულებაზე.
კეტი პერი და ორლანდო ბლუმი
Julien M. Hekimian/GI for Louis Vuitton

კეტი პერის შაბათ-კვირა ახლა ცოტა სხვანაირად გამოიყურება. ახლახან მომღერალი კოქტეილის წვეულებას ესწრებოდა, სადაც მან უარი განაცხადა ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე და გაამხილა, რომ მის პარტნიორ ორლანდო ბლუმთან დადებულ 3-თვიან სიფხიზლის პირობას იცავს. „უკვე ხუთი კვირაა ფხიზლად ვარ” – აღნიშნა პერიმ წვეულებაზე. „Შეთანხმება მაქვს ჩემს პარტნიორთან.” და როცა American Idol-ის ჟიურის წევრმა ლუკ ბრაიანმა, რომელიც წვეულებას ლიონელ რიჩისთან ერთად ესწრებოდა, პერის ჰკითხა, თუ აპირებდა პირობის დარღვევას, მომღერალმა უპასუხა: „არა! ვერ დამიყოლიებთ. პირობა მაქვს მიცემული. სამი თვე!”

საბედნიეროდ, ბარში მრავლად იყო კეტი პერის მიერ დაფუძნებული არაალკოჰოლური სასმლის ხაზი De Soi. „ახლა ნამდვილად ვეღარ ვსვამ ისე, როგორც ჩემს 20-იან წლებში,” – ამბობდა მომღერალი კომპანიის პრეზენტაციისას. „Სამუშაო დღეს ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელიც კი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში მწყვეტს რეალობას. ასე რომ, მინდა, კვირის დღეებში თავის კონტროლი შევძლო და მერე შაბათ-კვირას გავატარო დრო მეგობრებთან ერთად, როცა არ ვმუშაობ. ეს ბალანსის თემაა.” 

კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯორჯ მაიკლის სიმღერის – Careless Whisper მუსიკალურ ვიდეოს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე ნუცა ბუზალაძის შესახებ წერენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი