პირველად Billboard-ის ისტორიაში Shakira-ს „წლის ლათინო ქალის“ წოდება მიენიჭება

Billboard-ის ინაუგურაციაზე Shakira-ს „წლის ლათინო ქალის წოდებას“ მიანიჭებენ. ღონისძიება 7 მაისს Telemundo-ზე გადაიცემა.
Shakira - ფოტო: ჟუამე დე ლაიგუანა
Shakira – ფოტო: ჟუამე დე ლაიგუანა

სუპერვარსკვლავ Shakira-ს „ბილბორდის“ „წლის ქალის წოდება“ მიენიჭება (Mujeres Latinas en la Música ანუ „ლათინო ქალები მუსიკაში“) ორსაათიან მუსიკალური შოუს აივი ქუინი და მექსიკელი წამყვანი და მსახიობი ჟაკლინ ბრაკამონტესი უმასპინძლებენ. შოუ Watsco Center-ში ექვს მაისს ჩაიწერება და Telemundo-ზე შვიდ მაისს ექსკლუზიურად გადაიცემა. 

ეს არის პირველი ლათინური მუსიკის შოუ Mujeres Latinas en la Música, რომელიც ლათინო ქალი არტისტების მიერ პოზიტიურ ცვლილებებს და მუსიკალურ ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ჩართვას ეხმიანება. Billboard-ის მიერ Telemundo-თან ერთად წარდგენილ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდებიან სუპერვარსკვლავები, ანა გაბრიელი, ემილია, Evaluna, Goyo და Thalia.

Shakira წარმატებული წლის შემდეგ, (2022 წელს, ესპანურენოვანი დუეტით Monotonía რეკორდი მოხსნა), 2023 წლის იანვარში Billboard-ის „საუკეთესო ასეულში“ მეცხრე ნომრად დასახელდა და პირველი ქალი გახდა, რომელიც ესპანურენოვანი სიმღერით ჩარტების ტოპ ათეულში  შევიდა. Sessions-ის მონაცემებით Spotify-ის ისტორიაში ოცდაოთხი საათის განმავლობაში ლათინური სიმღერის ჩამოტვირთვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  YouTube-ზე   ოცდაოთხი საათის განმავლობაში ლათინურ ენოვანი სიმღერის – 63 მილიონიანი,  რეკორდული ნახვა დააგროვა. მან „გინესის“ წიგნის თოთხმეტი რეკორდი მოხსნა.

„Shakira მუსიკის ისტორიაში საოცარი ქალია, მისი წყალობით მთელ მსოფლიოში ლათინო ქალებს უფლება მიეცათ საავტორო მუსიკა დაწერონ და შეასრულონ. მან ტრადიციით და ნიჭით შექმნა ეს მოძრაობა და დღეს მისი შემოქმედება კიდევ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. იგი არის დეფინიცია – ქალები მუსიკაში.“ თქვა Billboard-ის წარმომადგენელმა ლეილა კობომ.

Shakira-მ მსოფლიოს მასშტაბით, ოთხმოცდათხუთმეტ მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და ყველაზე გაყიდვად მუსიკოს შემსრულებლად დასახელდა, რაც ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ქალ-ლათინო შემსრულებლად აქცევს. Shakira-ს მსოფლიო წარმატებამ, სხვა ლათინურ ენოვან არტისტებს  საერთაშორისო ბაზარზე კარი გაუხსნა.

თვრამეტი წლის ასაკში Shakira-მ საქველმოქმედო ფონდი Pies Descalzos Foundation დააარსა. ფონდმა ცხრა საჯარო სკოლა ააშენა,  დაარსების დღიდან, ორმოც მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა და 150, 000-ზე მეტ ბავშვს და თითქმის 900, 000 ოჯახს დაეხმარა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბარბრა სტრეიზანდი დაბადების დღის მილოცვებს იღებს

შემდეგი სტატია

ლონდონში გამართული კონცერტის დროს, სემ სმითმა გარდაცვლილი ტრანსგენდერი მოზარდი გაიხსენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი