მადონა მის საკულტო სასცენო კოსტიუმებს იხსენებს

„როგორ არ გავიხსენო ის საოცარი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა და ყველა ის საოცარი დიზაინერი, ვისთან მუშაობის ბედნიერებაც მქონდა!!”
მადონა
Frans Schellekens/Redferns

მადონამ თავის არქივს გადახედა. პოპის დედოფალმა ინსტაგრამზე ზოგიერთი მისი საყვარელი კოსტიუმის ფოტოები გაავრცელა, რომლებსაც ის სპეციალურ სათავსოში ინახავს.

„არქივში მოგზაურობა ყოველთვის ნოსტალგიური გასეირნებაა მეხსიერების ბილიკზე. როცა ჩემს 40-წლიან მოგზაურობაზე ვფიქრობ მუსიკაში, როგორ შეიძლება, არ გავიხსენო ის საოცარი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა და ყველა ის საოცარი დიზაინერი, ვისთან მუშაობის ბედნიერებაც მქონდა!!” – Წერს მადონა და მისი საკულტო ტანისამოსის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებშია ჟან-პოლ გოტიეს ბიუსტჰალტერიც, რომელიც მადონას 1990 წლის ტურნეში ეცვა. 

„როცა პატარა გოგო ვიყავი, დედაჩემს სულ სციოდა. ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ავად იყო, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ არასდროს ჰქონია პალტო. იმ ცოტაოდენ ფულს, რაც გაგვაჩნდა, ყოველთვის ჩვენს ქურთუკებზე ხარჯავდა. მახსოვს, როცა გარეთ ვიდექით და სკოლის ავტობუსს ველოდებოდით, დედა სიცივისგან კანკალებდა შუა ზამთარში!! წლების შემდეგ, როცა მე წარმატებული გავხდი, დედაჩემის დამ მითხრა: „ახლა შენ შეგიძლია იყიდო ყველა ის პალტო, რომელიც დედაშენმა ვერ იყიდა! მოგზაურობა ზამთარში აკანკალებული დედაჩემისგან ჩემამდე მოდის და ახლა მე ვკანკალებ ზედმეტად ცივ სათავსოში, სადაც ჩემი კოსტიუმები ინახება. Სავსე ვარ მადლიერებით. ყოველთვის, როცა პალტოს ვიცვამ, დედაჩემზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, მოსწონს ჩემი კოსტიუმები. მაგრამ ყველაზე მეტად იმის იმედი მაქვს, რომ თბილადაა!”

ნახეთ მადონას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bad Bunny ჰარი სტაილსს ბოდიშის უხდის 

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა გადასაღები მოედნიდან მერილ სტრიპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი