Lua-მ ახალი EP და ცოცხალი სესიის ვიდეო წარადგინა

ვიდეო არტისტის სახლში, რეპეტიციისას არის ჩაწერილი და მასში მუსიკოსი ახალ სინგლს – Ordinary Words-ს ასრულებს.
Lua – Ordinary Words | Live Session From Home

მუსიკოსმა Lua-მ ახალი EP სახელწოდებით „Fuck.“ გამოუშვა. Ordinary Words,  Fuck.,  Aquarium ( feat. Giorgi Khvitia) – ასე ჰქვია კომპოზიციებს, რომლებიც EP-მ გააერთიანა. 

 Lua-მ ცოცხალი სესია გამოაქვეყნა, რომელშიც მუსიკოსი  EP-ში შესულ ერთ-ერთ სიმღერას – Ordinary Words-ს ასრულებს. ვიდეო არტისტის სახლშია ჩაწერილი და როგორც თავად Lua ამბობს, რეალურად ის რეპეტიციას ასახავს. 

Lua:

„ეს ვიდეო მაშინ ჩაიწერა, როცა EP-ზე მუშაობა დიდი ხნის დასრულებული მქონდა. რეალურად ის რეპეტიციის დროს არის გადაღებული, როცა დაგეგმილი კონცერტისათვის ვემზადებოდი. ჩემს მეგობრისაგან, სანდრო ბიბიჩასგან ვითხოვე ვოკალის პროცესორი, რომელიც ხმებში შლის და ჩანაწერში სწორედ აღნიშნულ პროცესორში ვმღერი. ვიდეო  ჩემმა შეყვარებულმა ძალიან სპონტანურად გადაიღო. ჩანაწერს ეტყობა კიდევაც, რომ ძალიან ბუნებრივია და დადგმული არ არის. გადაღებული მასალა რომ ვნახეთ, მოგვეწონა და ასევე სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი გამოქვეყნება.“ 


რაც შეეხება EP-ის,  „Fuck.“ უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე. როგორც Lua ნამუშევარზე საუბრისას აღნიშნავს,  EP-ში შესული ყველა სიმღერა ჟღერადობით განსხვავდება და თითოეული მათგანი  პერსონალური შინაარსის და ისტორიის მატარებელია.

მოუსმინეთ Lua-ს ახალ EP-ის სახელწოდებით – Fuck.:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ცნობილია 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების ფარგლებში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღები

შემდეგი სტატია

ბობ დილანის ნახატები, რომლებიც არტისტმა The Basement Tapes-ის პერიოდში შექმნა, ანტიკვარული წიგნის ბაზრობაზე გაიყიდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი