The Exploited – ჰარდქორ -პანკის პიონერები, Elektrowerk-ის სცენაზე

თბილისში 17 ივნისს, საერთაშორისო საკონცერტო სააგენტო Honeycomb Live-ს მოწვევით Elektrowerk-ში, The Exploited-ის ლაივ შოუ გაიმართა.
The Exploited
The Exploited

1978-79 წლებში დაარსებული ჯგუფი The Exploited ედინბურგის მუშათა კლასის ფენებში შექმნილი მებრძოლი ბენდია. ჯგუფი თავდაპირველად სტივ როსისა და ტერი ბუჩანის მიერ შეიქმნა. მალევე ტერი მისმა ძმამ, ლეგენდარულმა უოტი ბუჩანმა ჩაანაცვლა. 

The Exploited

1981 წელს მათ სადებიუტო EP Army Life და პირველი ალბომი Punks Not Dead გამოუშვეს. ალბომმა ჰარდქორ-პანკ ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა.

მრისხანე ენერგიით და პოლიტიკურად დატვირთული კონფრონტაციული ტექსტებით The Exploited საკუთარ მსოფლმხედველობას ღიად გამოხატავს. მათი სიმღერები ისეთ საკითხებს ეხებოდა როგორიცაა: უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა, პოლიტიკური ჩაგვრა. სიმღერები Punk’s Not Dead, Dead Cities და Fuck the USA ჯგუფის მეამბოხე სულისკვეთებას ასახავს, რომელიც მუშათა კლასის მუდმივ მცველად გვევლინება. პანკ-როკის მებრძოლი სულის მატარებელი პათოსით განმსჭვალული ბენდი ამ ინდუსტრიის გამორჩეული სახეა.

Elektrowerk-ში The Exploited-ის ცოცხალი შესრულება ქაოსისა და ამბოხის გაღვივებას ჰგავდა, ჰაერში დატრიალებული პანკური ენერგია მსმენელს ეიფორიაში აგდებდა და უშრეტ ენერგიას აფრქვევდა.

ბენდი ჰარდქორ-პანკ ინდუსტრიაში ერთ-ერთი პიონერია. ის მეინსტრიმ საზოგადოებიდან გარიყული ადამიანების თავშესაფრად იქცა. უკომპრომისო, მძაფრი საპროტესტო ტექსტები კი გულშემატკივართათვის ერთგვარ კათარსისად გვევლინება. 

The Exploited

The Exploited-ის თავბრუდამხვევი ცოცხალი შოუ ბენდის მუსიკალური ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია; მათ დისკოგრაფიაში ალბომების თითქმის ნახევარი ცოცხალი ჩანაწერია. 

თბილისში 17 ივნისს, საერთაშორისო საკონცერტო სააგენტო Honeycomb Live-ს მოწვევით Elektrowerk-ში, The Exploited-ის ლაივ შოუ გაიმართა. კონცერტის სპეციალური მოწვეული  სტუმარი ქართული პანკ ბენდი Vodka Vtraiom იყო.

პანკ-როკ ინდუსტრიაში ახალი თაობის შემსრულებლებისთვის The Exploited-ის მემკვიდრეობა შთაგონების წყაროდ იქცა. მათი მუსიკალური გავლენა თანამედროვე პანკისა და ჰარდ-ქორ ჯგუფებში დღესაც ვლინდება. The Exploited-ის სიმღერებით ისეთი ჯგუფები იყვნენ შთაგონებულნი როგორებიცაა Metallica და Queens of the Stone Age, მათი სიმღერები შესრულებული აქვთ Slayer-ს და Ice-T-ს.

მოუსმინეთ The Exploited საკულტო სიმღერას Fuck The System

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Xiu Xiu

ექსპერიმენტული მუსიკის გამორჩეული ბენდის Xiu Xiu-ს კონცერტი Junkyard-ში

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიხთან ერთად დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი