Ბიონსე და კელი როულენდი ჰიუსტონში უსახლკარობის დასამარცხებლად გაერთიანდნენ

პროექტის დაწყება სექტემბერში იგეგმება.
ფოტო: კევინ მაზური/Getty Images

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ამერიკა დგას, უსახლკარობაა. ბიონსე და კელი როულენდი კი მათ მშობლიურ ქალაქში, ჰიუსტონში  ამ პრობლემის დასამარცხებლად გაერთიანდნენ.

სამშაბათს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, რომ ჰიუსტონის ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით 31 მუდმივი საცხოვრებელი აშენდება: „ასეთ ინიციატივებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას მის უკან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საინტერესოა… რადგან ესენი არიან ბიონსე და კელი როულენდი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხანია მხარს უჭერენ ჩვენს საზოგადოებას,” – აღნიშნული იყო განცხადებაში.

გარდა საცხოვრებლისა, პროექტი, რომელსაც Knowles-Rowland House ჰქვია, სხვადასხვა მხარდამჭერ სერვისს ითვალისწინებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფიზიკური და ქცევითი ჯანმრთელობის მხარდაჭერა. პროექტის დაწყება სექტემბერში იგეგმება, როცა ბიონსე მშობლიურ ქალაქში მსოფლიო ტურნედან დაბრუნდება.

ბიონსე თავის ქალაქს მუდმივად ეხმარება. 2017 წელს ქარიშხალი ჰარვის შემდეგ მომღერალი იქ Destiny’s Child-ის წევრ მიშელ უილიამსთან და დედასთან ტინა ნოულზთან ერთად ჩავიდა, რომ დაზარალებულებს საკვებით დახმარებოდა. იქამდე 10 წლის წინ კი როულენდმა და ბიონსემ ერთად დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი ქარიშხალ კატრინათი დაზარალებულთათვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

შემდეგი სტატია

Quemmekh-ის და დიზაინერ აკა ფროდიაშვილის კოლაბორაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი