Coldplay ტურნეს აგრძელებს 

2024 წლის ევროპის ტურნეს პირველი კონცერტები – საბერძნეთში, რუმინეთსა და ფინეთშია დაგეგმილი
Coldplay კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისი, მილანი, იტალია. ფოტო: სერგიონე ინფოსო
Coldplay კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისი, მილანი, იტალია. ფოტო: სერგიონე ინფოსო

Coldplay სულ ახლახან Billboard Boxscore-ის ისტორიაში შევიდა, ბენდი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეების ტოპ ათეულში მოხვდა. 

Coldplay-მ Music of the Spheres მსოფლიო ტურნედან 550 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და აღსანიშნავია, რომ კონცერტები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

20 ივლისს კრის მარტინმა განაცხადა, რომ ტურნს ფარგლებში, 2023 წლის ზაფხულში ევროპის კონცერტები ამსტერდამის კონცერტით დასრულდა, თუმცა 2024 წლის ივნისში, ივლისში და აგვისტოში ტურნე ევროპაში გაგრძელდება. კონცერტები საბერძნეთში, რუმინეთსა და ფინეთში გაიმართება. 

ტურნე 2022 წლის მარტში კოსტა რიკაში დაიწყო და ამ დრომდე 7,5 მილიონზე მეტი ბილეთია გაყიდული. 

Music of the Spheres ტურნე ამერიკაში სექტემბერსა და ოქტომბერში გაგრძელდება, რასაც ნოემბერში მოჰყვება კონცერტები იაპონიაში, ტაივანში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში და მალაიზიაში. 2024 წლის იანვარში ტურნე მანილასა და სინგაპურში გაგრძელდება, თებერვალში კი Coldplay-ს კონცერტი ბანგკოკში გაიმართება.

ნახეთ Coldplay-ის 2024 წლის ევროპული Music of the Spheres ტურის თარიღები 

8 ივნისი – ათენი, საბერძნეთი ოლიმპიური სტადიონი

12 ივნისი – ბუქარესტი, რუმინეთი არენა Națională

16 ივნისი — ბუდაპეშტი, უნგრეთი Puskás არენა

22 ივნისი – ლიონი, საფრანგეთი  Groupama-ს სტადიონი 

23 ივნისი – ლიონი, საფრანგეთი Groupama-ს სტადიონი 

12 ივლისი – რომი, იტალია ოლიმპიური სტადიონი

13 ივნისი – რომი, იტალია ოლიმპიური სტადიონი

20 ივნისი — დიუსელდორფი, გერმანია Merkur Spiel-ს არენა

21 ივნისი — დიუსელდორფი, გერმანია Merkur Spiel-ს არენა

28 ივნისი — ჰელსინკი, ფინეთი, ოლიმპიური სტადიონი

15 აგვისტო — მიუნხენი, გერმანია, ოლიმპიური სტადიონი

17 აგვისტო — მიუნხენი, გერმანია, ოლიმპიური სტადიონი

21 აგვისტო — ვენა, ავსტრია, Ernst-Happel-ის სტადიონი

22 აგვისტო — ვენა, ავსტრია, Ernst-Happel-ის სტადიონი

29 აგვისტო – დუბლინი, ირლანდია, Croke Park

30 აგვისტო – დუბლინი, ირლანდია, Croke Park

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Blur- ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი

Blur-ის მეცხრე სტუდიური ალბომი The Ballad of Darren

შემდეგი სტატია

ბარაკ ობამამ 2023 წლის საზაფხულო სიმღერების ფლეილისტი გააზიარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი