ტონი ბენეტის მეუღლემ მომღერლის უკანასკნელი სიტყვები გაამხილა

სუზან ბენედეტომ დაასახელა ის ბოლო სიმღერაც, რომელიც ბენეტმა გარდაცვალებამდე შეასრულა.
ტონი ბენეტი
Dave Kotinsky/Getty Images

სუზან ბენედეტომ, ტონი ბენეტის მეუღლემ, მომღერლის უკანასკნელ დღეებზე ისაუბრა და გაამხილა, თუ რა იყო მისი ბოლო სიტყვები. Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბენედეტო ამბობს, რომ ბენეტმა ბოლოს მეუღლეს სიყვარული აუხსნა.

„როცა იღვიძებდა, სულ სიყვარულს მიხსნიდა. ყოველდღე ბედნიერი იღვიძებდა. არც კი ახსოვდა, თუ ცუდი დღე ან ღამე ჰქონდა. ეს იყო ერთადერთი ბედნიერება, რომ ის მუდამ ბედნიერი იღვიძებდა. და მეუბნებოდა: „სუზან, შენ ყველაზე კარგი რამ ხარ, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მომხდარა.” ამას ყოველდღე მეუბნებოდა.” 

ბენედეტო და ბენეტი 2007 წელს დაქორწინდნენ – მათი პირველი შეხვედრიდან 22 წლის შემდეგ. წყვილი ერთმანეთს 1985 წელს ბენეტის ერთ-ერთ კონცერტზე შეხვდა. სუზანმა ასევე დაასახელა ის ბოლო სიმღერა, რომელიც ბენეტმა გარდაცვალებამდე შეასრულა.

„ეს იყო Because of You. ვარჯიშისთვის უნდა აგვეყენებინა და მე ვუთხარი: „ტონ, არ გინდა, ადგე და იმღერო?” ეს მიზეზი იყო, რომ უბრალოდ აგვეყენებინა. მან კი მკითხა: „რა გინდა, რომ შევასრულო?” მე ვუთხარი Because of You. და მან იმღერა.” 

ტონი ბენეტი 21 ივლისს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა. 

ნახეთ სუზან ბენედეტოს ინტერვიუ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

San Francisco Sounds: A Place in Time – დოკუმენტური ფილმის პირველი დეტალები 

შემდეგი სტატია

ქარდი ბი მიკროფონის სროლისთვის არ გასამართლდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი