The Weeknd-მა თავის კარიერაში ბოლო მუსიკალური კოლაბორაცია Diddy-ის ალბომისათვის ჩაწერა

Diddy-ის ალბომი, სახელწოდებით The Love Album: Off the Grid სექტემბერში გამოიცემა.
კევინ მაზური/WireImage

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ   Another One of Me მუსიკოსმა რეპერ Diddy-სთან ერთად ჩაწერა. სიახლე მსმენელს  თავად ჰიპ ჰოპ არტისტმა აუწყა. 

„@theweeknd-ის ბოლო კოლაბორაცია ალბომში  The Love Album: Off The Grid შევა“- წერს  Diddy სოციალურ ქსელში. რეპერმა ტრეკის სახელიც ოფიციალურად დაადასტურა. Another One of Me – ასე ჰქვია Diddy-ის და The Weeknd-ის ერთობლივ  მუსიკალურ ნამუშევარს, რომელიც 15 სექტემბერს გამოიცემა. ამასთან ერთად, Diddy-მ გამომწერებს ტრეკის 18-წამიანი თიზერიც გაუზიარა. 

Another One of Me 2023 წლის განმავლობაში არტისტების მეორე მუსიკალური თანამშრომლობაა. The Weeknd და Diddy ერთად ასრულებენ  Metro Boomin-ის  ტრეკის, სახელწოდებით Creepin ოფიციალურ რემიქსს. ამასთან ერთად, წელს Hot 100 სერიალ The Idol-ის საუნდტრეკების სახით არაერთი სხვა მუსიკალური კოლაბორაცია წარადგინა. მათ შორის არის Double Fantasy, რომელსაც The Weeknd-თან ერთად Future ასრულებს და Die For You, რომლის ფარგლებშიც კანადელმა მომღერალმა მადონასთან და Playboi Carti-სთან ითანამშრომლა. კიდევ ერთი დუეტი, რომელიც The Weeknd-მა წელს გამოუშვა არის სიმღერა სახელწოდებით  Die For You, რომელსაც  არიანა გრანდესთან ერთად ასრულებს. Die For You გამოსვლიდან მალევე Billboard-ის Hot 100-ის ლიდერი გახდა, 

ნახეთ Diddy-ის პოსტი, რომლითაც რეპერმა The Weeknd-თან დუეტი დააანონსა: 

The Weeknd-მა უკანასკნელი მუსიკალური კოლაბორაცია დააანონსა. ვარშავაში გამართული კონცერტის მსვლელობისას, ერთ-ერთ ახალ ტრეკზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში ბოლო მუსიკალური ნამუშევარია, რომლის ფარგლებშიც სხვა არტისტთან ითანამშრომლა.  The Weeknd-მა არც არტისტი დაასახელა და არც ტრეკის გამოსვლის თარიღი. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ   Another One of Me მუსიკოსმა რეპერ Diddy-სთან ერთად ჩაწერა. სიახლე მსმენელს  თავად ჰიპ ჰოპ არტისტმა აუწყა. 

„@theweeknd-ის ბოლო კოლაბორაცია ალბომში  The Love Album: Off The Grid შევა“- წერს  Diddy სოციალურ ქსელში. რეპერმა ტრეკის სახელიც ოფიციალურად დაადასტურა. Another One of Me – ასე ჰქვია Diddy-ის და The Weeknd-ის ერთობლივ  მუსიკალურ ნამუშევარს, რომელიც 15 სექტემბერს გამოიცემა. ამასთან ერთად, Diddy-მ გამომწერებს ტრეკის 18-წამიანი თიზერიც გაუზიარა. 

Another One of Me 2023 წლის განმავლობაში არტისტების მეორე მუსიკალური თანამშრომლობაა. The Weeknd და Diddy ერთად ასრულებენ  Metro Boomin-ის  ტრეკის, სახელწოდებით Creepin ოფიციალურ რემიქსს. ამასთან ერთად, წელს Hot 100 სერიალ The Idol-ის საუნდტრეკების სახით არაერთი სხვა მუსიკალური კოლაბორაცია წარადგინა. მათ შორის არის Double Fantasy, რომელსაც The Weeknd-თან ერთად Future ასრულებს და Die For You, რომლის ფარგლებშიც კანადელმა მომღერალმა მადონასთან და Playboi Carti-სთან ითანამშრომლა. კიდევ ერთი დუეტი, რომელიც The Weeknd-მა წელს გამოუშვა არის სიმღერა სახელწოდებით  Die For You, რომელსაც  არიანა გრანდესთან ერთად ასრულებს. Die For You გამოსვლიდან მალევე Billboard-ის Hot 100-ის ლიდერი გახდა, 

ნახეთ Diddy-ის პოსტი, რომლითაც რეპერმა The Weeknd-თან დუეტი დააანონსა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი მანფრედ ჰონეკი შეუერთდება

შემდეგი სტატია

Rolling Stones-მა ახალი ალბომი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი