Blink-182 საიდუმლოებით მოცულ ახალ მუსიკას აანონსებს

ფანებმა სხვადასხვა ქალაქში პოსტერები შენიშნეს ჯგუფის ლოგოთი და ფრაზით One more time…
ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი 2023 წლის კოაჩელას ფესტივალზე
Monica Schipper/Getty Images

Blink-182 რაღაც ახალს გეგმავს. პოპ-პანკ ტრიომ თავის ვებგვერდზე საიდუმლოებით მოცული ვიდეო ატვირთა. ჯგუფის ფანებმა კი სხვადასხვა ქალაქში პოსტერები შენიშნეს, რომლებიც, როგორც ჩანს, ახალი სინგლის მინიშნებაა. Პოსტერებზე გამოსახულია  Blink-182-ის ლოგო და ფრაზა One more time…

ტორონტოში ერთ-ერთი ფანის მიერ ნაპოვნ პოსტერებზე ფონად, სავარაუდოდ, სიმღერის ტექსტი იკითხება: Do I have to die to hear you miss me?/ Do I have to die to hear you say goodbye?/ I don’t want to act like there’s tomorrow/ I don’t want to wait to do this one more time.

Blink-182 უკვე მეორედ გაერთიანდა ჯგუფიდან ორჯერ წასულ მომღერალ/გიტარისტთან ტომ დელონგთან და შარშან ოქტომბერში მათ ახალი სინგლი Edging გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ჯგუფი გამუდმებით აანონსებს ახალ ალბომს, ამ დრომდე მათ არ მისი არც სახელი და არც გამოშვების თარიღი გამოუცხადებიათ.

ბენდი ამჟამად ევროპის ტურნეში იმყოფება, თუმცა გასულ კვირას მათ კონცერტების გადადება მოუწიათ. ბენდის დრამერს, ტრევის სკოტს სახლში დაბრუნება მოუწია, რათა ფეხმძიმე მეუღლის, კორტნი კარდაშიანის გვერდით ყოფილიყო, რომელსაც, მისი თქმით, გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ბენდი ტურნეს 8 სექტემბერს ბელგიაში, ანტვერპენში განაგრძობს.

ნახეთ Blink-182-ის პოსტები

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

9 სექტემბერი – წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული დღე

შემდეგი სტატია

მარიონ კოტიარი სოფი ტერნერის და ჯო ჯონასის განქორწინებას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი