ნატალია ნაყოფიამ „ინსომნიას“ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი წარადგინა

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო.“

მუსიკოსმა ნატალია ნაყოფიამ თავისი სიმღერის, სახელწოდებით „ინსომნია„ ცოცხალი შესრულების ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვიდეო გადაღებულია კონცერტზე, რომელიც მარტში MONO HALL-ში გაიმართა. როგორც არტისტი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მის მუსიკალურ შემოქმედებაში ინსომნიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. 

ნატალია ნაყოფია:

„ეს სიმღერა ჩემს პირად გამოცდილებას ეხება და ემოციურად გახსნილი არის. მისი ჩაწერა და გამოშვება ერთგვარი რისკი და დიდი პასუხისმგებლობა იყო. მინდოდა, რასაც ვგრძნობდი სრულყოფილად გადმომეცა არამხოლოდ ტექსტით, არამედ ინსტრუმენტული არანჟირებით და მუსიკალური ნამუშევრის მთლიანი ხასიათით და ენერგეტიკით. „ინსომნიაში“ დიდი ენერგია და ემოცია ჩავდე და ამიტომაც არის ჩემთვის განსაკუთრებული. ამ სიმღერამ ძალიან გამზარდა, როგორც მუსიკალურად ასევე პიროვნულად.“

 MONO HALL-ში გამართული საღამო ნატალია ნაყოფიას სადებიუტო კონცერტი იყო, რომელზეც მომღერალი აუდიტორიის წინაშე ბენდთან ერთად წარდგა. კონცერტის წინ „Billboard საქართველომ“ ნატალიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც არტისტი მოახლოებული მუსიკალური საღამოს მოლოდინებზე და სამუშაო პროცესზე საუბრობდა. ამჯერად არტისტი ამ გამოცდილებას თავის შემოქმედებითი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევს.

 „ეს დღე არასდროს დამავიწყდება, არ დამავიწყდება ის ემოცია, რაც სცენაზე დგომისას მქონდა. ეს კონცერტი ძალიან დიდი შრომისა და ნერვიულობის შედეგად შედგა. ამ გადმოსახედიდან ამ დღის შესახებ მხოლოდ დადებითი მოგონებები მაქვს. სცენაზე როცა გავედი, ყველაფერი დამავიწყდა, ბედნიერების განცდა მქონდა და ამ ბედნიერებას აუდიტორიასთან ერთად ვიზიარებდი. რთულია გადმოსცე არტისტის განცდები, რომელიც მას კონცერტის წინ ეუფლება, მაგრამ ის მხარდაჭერა რაც მსმენელისგან ვიგრძენი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის სიტყვებით გადმოცემაც მიჭირს. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ამ კონცერტიდან ის არის, რომ მსმენელებმა ჩემი სიმღერების ტექსტი იცოდნენ და შესრულებისას ჩემთან ერთად მღეროდნენ. დღემდე ემოციებით სავსე ვარ და ჩემი მსმენელისადმი დიდ მადლიერებას ვგრძნობ. ამ დღემ მიბიძგა, რომ მეტად გახსნილი ვიყო. ასეთ დროს მეტად ამჟღავნებ შენს პოტენციალს, მეტად გადმოსცემ შენს არტისტულ სამყაროს და პუბლიკისათვისაც უფრო მარტივია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეს.“ – ნატალია ნაყოფია 

მოუსმინეთ სიმღერის ინსომნია ცოცხალ შესრულებას:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ილონ მასკი და Grimes, 2018 წლის 7 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: დია დიპასუპი

ილონ მასკს და Grimes მესამე შვილი შეეძინათ

შემდეგი სტატია

ექსპერიმენტული ლეიბლის Didube Records-ის სამი ახალი არტისტის ანონსი Ezo Festival-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი