ჯენიფერ ლოპესი ახალი ალბომის This Is Me…Now-ს გამოსვლის თარიღს აანონსებს

J. Lo-ს ახალი ალბომის This Is Me…Now-ს გამოსვლისას Prime Video-ზე მისი ფილმიც იქნება ხელმისაწვდომი
ჯენიფერ ლოპესი - ფოტო: ნორმან ჟან რო
ჯენიფერ ლოპესი – ფოტო: ნორმან ჟან რო

ჯენიფერ ლოპესის მეცხრე სტუდიური ალბომი 2024 წლის 16 თებერვალს გამოვა, რის შესახებაც მუსიკოსმა, 27 ნოემბერს დააანონსა.

ათწლიანი პაუზის შემდეგ ეს ვარსკვლავის პირველი სტუდიური სოლო ალბომია. მისი ბოლო ალბომი A.K.A, 2014 წელს ბილბორდ 200-ში მერვე ადგილს იკავებდა. 

ალბომი This Is Me…Now 2022 წლის This Is Me…Then-ის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელსაც „და“ ალბომადაც მოიხსენიებენ. ჯენიფერ ლოპესმა This Is Me…Then ალბომი მის პარტნიორს, ბენ აფლეკს მიუძღვნა.  წყვილმა რომანი 2022 წელს განაახლეს და საბოლოოდ იქორწინეს.

ახალი ალბომის პროდიუსერები ჯენიფერ ლოპესი, როჟეტ ჩაიდე, ჯეფ ჯიტელმანი და HitBoy არიან. 

ალბომ This Is Me…Now-ს პირველი სინგლი, Can’t Get Enough 2024 წლის 10 იანვარს გამოვა. ეს ჯენიფერ ლოპესის და სტუდია BMG-ის პირველი თანამშრომლობა იქნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისი ბაროკოს ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს

შემდეგი სტატია

ჯეიმი ლინი ამბობს, რომ არასდროს არაფერი მიუღია თავისი დის, ბრიტნი სპირსისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი