„და გრემი გადაეცემა…“ – ნინი აირისის გამოსვლა The Voice-ის ლაივ შოუზე

ნინი აირისმა The Cure-ის ცნობილი სიმღერა – Lovesong შეასრულა.
ნინი აირისი, The Voice.

ქართველი მომღერალი ნინი აირისი ამერიკული The Voice-ის ლაივ შოუს ტურში წარდგა. მას შემდეგ, რაც მომღერალმა ე.წ. Playoffs ტურში წარმატებას მიაღწია, ის პროექტის 24-ე სეზონის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის არის. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ბოლო ეპიზოდი The Voice-ის პირველი ლაივ ტური იყო. ნინი აირისმა ამერიკული სატელევიზიო სივრცის წამყვანი  კონკურსის სცენაზე The Cure-ის ცნობილი სიმღერა – Lovesong შეასრულა. 

ნინი აირისის შესრულებას მენტორების გამორჩეულად დადებითი შეფასება მოჰყვა. 

„ნინი, შენ ამ შოუში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მონაწილე ხარ. იმედი არასოდეს გაგიცრუებია. შენი ხმა არაჩვეულებრივია, ძალიან ძლიერი ხარ. სცენაზე დგომისას დიდი მიზიდულობა და ვარსკვლავის ენერგია გაქვს. შენ ეს კვლავ დაამტკიცე!“- თქვა ჯონ ლეჯენდმა. 

ნინის მენტორმა, ნაილ ჰორანმა კი აღნიშნა, რომ ნინის განსაკუთრებული უნარი აქვს, ყველა ცნობილი სიმღერა თავისებური, ინდივიდუალური ინტერპრეტაციით შეასრულოს. 

„და გრემი გადაეცემა…! ეს არაჩვეულებრივი იყო. შენი უნარი, რომ ამოატრიალო სიმღერა და შენად აქციო, შეუდარებელია. ის, თუ როგორ აღიქვამ შენს თავს, როგორც არტისტს, ძალიან შთამბეჭდავია. ყოჩაღ, შენით ძალიან ვამაყობ!“ – მიმართა კონკურსანტს ნაილმა. 

საკონკურსო ნომრის შესრულების შემდეგ ნინი აირისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.

 „სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ. ეს სიმღერა ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი მიზანი იყო, თქვენამდე იმ ემოციით მომეტანა, რა ემოციებსაც ეს სიმღერა მაძლევს! მიყვარხართ!“ – წერს ნინი აირისი.

შოუს შემდეგ ხმის მიცემა დაიწყო. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, საკუთარ რჩეულებს დაუჭირონ მხარი. ხმის მიცემის შემდეგ ე.წ. აუთსაიდერები გამოვლინდებიან, რომლებიც დამატებით საკონკურსო სიმღერას შეასრულებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ტოპ ათეულში ხუთი ალბომით არის წარმოდგენილი

შემდეგი სტატია

მუსიკოსმა ნათია სართანიამ ახალი ალბომი home წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი