BBC Radio 1-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში გამარჯვებულად ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი The Last Dinner Party დასახელდა.
ლონდონში დაფუძნებული კვინტეტის წევრები ემილი რობერტსი, ლიზი მალენდი, ჯორჯია დევისი, აბიგაილ მორისი და აურორა ნისშევი არიან. გასულ წელს მათი სადებიუტო სინგლი Nothing Matters გამოვიდა, რომელიც შეერთებულ შტატებში ჰიტად იქცა.
ბენდი 2023 წელს Glastonbury-ის ფესტივალზე წარდგა. ლონდონში Hyde Park-ში, Rolling Stones-ის შოუ გახსნა და შეერთებულ შტატებში პირველი ტურნე გამართა.
„ძალიან გაგვიხარდა, როცა BBC Radio 1-ის 2024 წლის გამოკითხვაში გამარჯვებულად დაგვასახელეს. წელს მუსიკის მიმართულებით საოცარ ამბებს ვგეგმავთ, ჩვენთვის ნამდვილად პატივია გამარჯვება.“ – ნათქვამია The Last Dinner Party-ის განცხადებაში.
The Last Dinner Party გამარჯვებულად 140-ზე მეტმა მუსიკალურმა ექსპერტმა და არტისტმა შეარჩია, მათ შორის ოლივია როდრიგო, დეკლან მაკკენი, Chase & Status და მაჰალია იყვნენ.
BBC Sound 2024 წლის გამარჯვებული ხუთეული კი ასე გამოიყურება:
The Last Dinner Party
ოლივია დინი
პეგი გოუ
ტაილა
Elmiene