2024 წელი ქართველი ჯაზ მუსიკოსებისთვის წარმატებით დაიწყო, ლუკა თოფურიას ბენდი 23-30 იანვრის ჩათვლის ტურნეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართავს.
ბენდის შემადგენლობაში არიან: კლავიში – ლუკა თოფურია, გიტარა – ლაშა დეისაძე, საქსოფონი – თორნიკე აბულაძე, ბას გიტარა – დავით გოგისვანიძე და დრამი – გიორგი კაპანაძე.
ლაშა გოჩიაშვილი, ლუკა თოფურიას ბენდის მენეჯერი:
„ეს პროექტი ჯაზ-კლუბ „არტერიასთან“ ერთად ხორციელდება. „არტერიამ“ ლუკა თოფურიას ბენდზე რამდენიმე თვის წინ მოწვევა მიიღო. პროექტი ჟანრობრივად Jazz Funk-ს და Fusion-ს მოიცავს. ეს არის ჩვენი პირველი ტურნე. ვფიქრობ, რომ ყინული გაჭრილია და ზაფხულის ტურნეც იგეგმება. სამომავლოდ არაერთი ქვეყნიდან და ჯაზ ფესტივალიდან გვაქვს მოწვევა.“
ტურნეს განმავლობაში ჯაზ ბენდი ოთხ სხვადასხვა კონცერტს გამართავს.
23 იანვარი – Zig Zag Jazz Club
24 იანვარი – Cassete Head Sessions
26 იანვარი – KinoZukunft
28 იანვარი – Pas Berlin