დუა ლიპა ახალ სინგლსა და მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

Illusion ვარსკვლავის ახალი ალბომის, Radical Optimism-ის მესამე სინგლია
დუა ლიპა - ფოტო: ტაირონ ლებონი
დუა ლიპა – ფოტო: ტაირონ ლებონი

დუა ლიპას ახალი ალბომის, Radical Optimism-ის გამოცემამდე თვეზე ნაკლები დარჩა და 11 აპრილს მომღერალმა ახალი სინგლი, Illusion გამოაქვეყნა.

ვიდეო-კლიპი  უკრაინელმა რეჟისორმა ტანუ მუინომ გადაიღო. კლიპი ესპანეთში, ბარსელონის ოლიმპიურ აუზზე, Piscina Municipal de Montjuïc-შია გადაღებული, სადაც თავის დროზე კაილი მინოუგის ცნობილი ვიდეო-კლიპის, Slow-ს გადაღებები მიმდინარეობდა.

“Illusion პირველი სიმღერაა, რომელზეც ქეროლაინ აილინი, ტობიას ჯესო, კევინ პარკერი და მე ერთად ვმუშაობდით და მართლაც შეგრძნება მაქვს, რომ ყველა ყინული გალღვა და ამ ჩანაწერმა გზა გაუხნა ახალ ალბომს.” – ამბობს დუა ლიპა.

Illusion სინგლების Houdini-ს და Training Season-ის შემდეგ  ახალი სტუდიური ალბომის, Radical Optimism-ის მესამე სინგლია. Houdini-მ Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო Training Season-მა 27-ე.

„[ალბომის გამოცემა] კარგი გრძნობაა, უკეთესი სიტყვებით ვერ აღვწერ ამ გრძნობას”- თქვა დუა ლიპამ ბილბორდთან საუბარში. 

მომღერალმა ახალი ალბომის ყდის მთავარ კონცეფციაზეც ისაუბრა, ალბომის ყდაზე ღია ოკეანეში მოცურავე მომღერალია გამოსახული, რომლის წინაც ზვიგენის ფარფლი ჩანს. დუა ლიპას განმარტებით, ამ პროექტზე მუშაობისას ირგვლივ ქაოსი იყო, მომღერალს კი სურდა, ამ ქაოსში გზა გაეკვლია და გულწრფელი და ავთენტური ნამუშევარი მოეტანა მსმენელამდე.

დუა ლიმპამ ალბომის სახელწოდებაზეც ისაუბრა და გაიხსენა ისტორია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა უამბო: “რამდენიმე წლის წინ მეგობარმა ამიხსნა ტერმნი „რადიკალური ოპტიმიზმი”. სწორედ ეს არის ამ ალბომის მთავარი კონცეფცია, ამ ტერმინთან თანხვედრაში ვარ და ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა”- თქვა დუა ლიპამ მარტში, ალბომის დაანონსების დროს. 

ალბომი Radical Optimism თერთმეტ სიმღერას აერთიანებს. ეს დუა ლიპას პირველი ალბომია  2020 წლის Future Nostalgia-ს გამოცემის შემდეგ.   Radical Optimism  სამ მაისს გამოვა.

ნახეთ დუა ლიპას ახალი ვიდეო-კლიპი Illusion

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ma Tsa De – ანუკა ყიფშიძის სადებიუტო ალბომი

შემდეგი სტატია

შაკირა 2024 წლის 25 მარტს, ნიუ-იორკში, TSX-ზე გამოსვლისას. ფოტო: კევინ მაზური ( TSX Entertainment-ისთვის)

შაკირას Waka Waka (This Time For Africa) ყველა დროის ყველაზე საყვარელ საფეხბურთო სიმღერად დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის მონაწილე გახდა

ქულების გამოცხადებისას პირველი ადგილისათვის ორი ქვეყანა - შვეიცარია და ხორვატია იბრძოდნენ, თუმცა ჟიურის და მაყურებლის ხმებმა შვეიცარიის გამარჯვება განსაზღვრა.
მეტი
OneRepublic - Photo: Black Sea Arena

Starring Georgia-ს სცენაზე ვარსკვლავური სეზონი OneRepublic-მა გახსნა

მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პოპ-როკ ბენდი OneRepublic კოლორადოში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ვოკალისტი და პიანისტი რაიან ტედერია, ბენდის…
მეტი