ტაილა დიჩი 2024 წლის  Met Gala-ზე ქვიშით შთაგონებული კაბით წარდგა

2024 წლის Met Gala-ზე წელს სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსის დებიუტი შედგა.
ტაილა 2024 წლის Met Gala-ზე, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 6 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი
ტაილა 2024 წლის Met Gala-ზე, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 6 მაისი, ნიუ-იორკი. ფოტო: ჯეიმი მაკკარტი

გასულ ზაფხულს ბილბორდის საუკეთესო 100-ის ტოპ ათეულში ტაილა დიჩის სიმღერა Water შევიდა, რამაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. წელს კი, 2024 წლის Met Gala-ზე, მუსიკოსის დებიუტი შედგა. 

წლევანდელი Met Gala-ს დრესკოდის, The Garden of Time-ის პატივსაცემად, სამხრეთ აფრიკელი მომღერალი Balmain-ის კაბით წარდგა. კაბა ქვიშის სიმბოლოს ასახავდა, რომელსაც ქვიშის საათის აქსესუარი ამშვენებდა.  

„მე ქვიშას ვატარებ, უფრო სწორად ქვიშის საათს, წელს ჩემი დებიუტია Met Gala-ზე, ამიტომ გვინდოდა ჩარჩოებს გარეთ გავსულიყავით და Balmain-თან ერთად სწორედ ეს კაბა შევქმენით. საოცარი შეგრძნება მაქვს. სახლში მივალ და აქ გადაღებულ ფოტოებს დავათვალიერებ. ძალიან მომწონს ეს კოსტიუმი.“ – თქვა მუსიკოსმა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე წამყვან ლალა ენტონისთან.

მიუხედავად იმისა, რომ ტაილა დიჩს Coachella-ს ფესტივალზე პერფორმანსის გაუქმება და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს გადადება მოუწია, მუსიკოსმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ტურნეს და ფესტივალების განახლებას. „ახლახან დავდე ჩემი სადებიუტო ალბომი –  Tyla, მოისმინეთ და გადადით სტრიმზე.”

ტაილა დიჩმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Tyla  2024 წლის 22 მარტს Fax-ისა და Epic Records-ის მეშვეობით გამოსცა. ბილბორდ 200-ში ალბომმა 24-ე ადგილი დაიკავა, მერვე ადგილზეა ტოპ R&B/Hip-Hop ალბომებში, ხოლო მსოფლიო ალბომებს შორის ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველ ადგილს იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებულ საღამოზე სველი კოსტიუმით მივიდა

შემდეგი სტატია

Met Gala-ს ხალიჩაზე Cardi B მასიური შავი კოსტიუმით გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის პრემია

2024 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონია 12 დეკემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში 2024 წლის ნომინანტები გამოავლინა.
მეტი

ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.
მეტი

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი