კენდრიკ ლამარს TDE-ს პრეზიდენტმა ფოტოზე დასცინა

Certified Loverboy lol, – დაწერა ლამარის ფოტოზე ჰენდერსონმა.
კენდრიკ ლამარი
Arnold Jerocki/Getty Images

ხმის ჩამწერი ლეიბლის, Top Dawg Entertainment-ის პრეზიდენტმა ტერენს ჰენდერსონმა კენდრიკ ლამართან საუბრის სქრინი გააზიარა მას შემდეგ, რაც მუსიკოსის ფოტოზე სახალისო კომენტარი გააკეთა. ლამარისა და დრეიკის შუღლის პირობებში ჰენდერსონმა კენდრიკს ფოტოზე დაუწერა: Certified Loverboy, რაც დრეიკის 2021 წლის ალბომის სახელწოდებაა.   

კომენტარის შემდეგ კი ჰენდერსონმა პირდაპირ ლამარს მისწერა: 

– რას აკეთებ, ძმაო?
– მგონი, კარგად ვარ ამ ფოტოზე. თავი ვერ შევიკავე, – უპასუხა ლამარმა ტირილის და სიცილი „ემოჯებით”.

საუბრის ბოლოს კი ჰენდერსონმა ლამარს სქრინის დადების ნებართვა სთხოვა. „ამის ატვირთვის ნება უნდა მომცე. ვტირი,” – წერს ჰენდერსონი.

კენდრიკ ლამარის აღნიშნული ფოტო იანვარში პარიზის გაზაფხული-ზაფხულის მოდის კვირეულზეა გადაღებული. შოუს კურატორი ლამარი და მისი კრეატიული კომპანია pgLang იყო.

ნახეთ პოსტები:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლაშა გაბუნია ჯგუფ „აუტსაიდერის” აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ცნობილი სახეები დონალდ ტრამპის გამამტყუნებელ ვერდიქტს ეხმაურებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი