ლიზა ყენია გრემის ნომინანტთა განსახილველ სიაშია 

ნომინანტების ვინაობა 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.
ლიზა ყენია – Sacrifice

ლიზა ყენია გრემის ნომინანტთა განსახილველ სიაშია. ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ჯილდოზე ქართველი მომღერლის 2023 წლის ნამუშევარი Sacrifice არის წარდგენილი. სიმღერა გრემიზე GMI Management-მა გაგზავნა. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველომ გრემიზე კანდიდატი წარადგინა. გასულ წელს ნომინანტთა განსახილველ სიაში ბიბი კვაჭაძისა და ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი მოხვდა.

ზუკა ბეჟაშვილი – GMI Management-ის დირექტორი:

„ზოგადად, გრემიზე რომ გაგზავნო კანდიდატურა, უნდა იყო გრემის ქსელის წევრი. ჩვენი პარტნიორია „ორჩარდი”, რომელიც, თავის მხრივ, არის „სონის” შვილობილი კომპანია. „სონი” კი გრემის აკადემიის წევრია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კვოტა, რომ ქართველი არტისტები წარვადგინოთ ამა თუ იმ კატეგორიაში. ეს უკვე მეორე წელია, როცა ამ შესაძლებლობას ვიყენებთ. შარშან, პირველად, გრემიზე ბიბი კვაჭაძის ნამუშევარი გავგზავნეთ. წელს ეს არის ლიზა ყენია. აღსანიშნავია, რომ აქამდე რატომღაც ამას არ ვაკეთებდით – გაგზავნაც არ გვიცდია და ისე გვინდოდა გრემის მოგება, რაც, თავისთავად, არარეალურია. შესაბამისად, ორი წელია, უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ საქართველოდან მინიმუმ ერთი კანდიდატი გვყავდეს და ცდა ბედის მონახევრეა. კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ კონკურენტულ სიაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება. 

სასურველი კანდიდატების გრემიზე გაგზავნა უფლებამოსილ კომპანიებს ზაფხულში შეუძლიათ. ამის შემდეგ დგება იმ არტისტებისა და ნამუშევრების ვრცელი სია (consideration list), რომლებიც გრემის ნომინანტობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. შემდეგი ეტაპი კი უკვე კატეგორიების მიხედვით ნომინანტების დასახელებაა, საიდანაც საბოლოოდ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ლიზა ყენია ამჟამად პირველ ეტაპზე (consideration list-ში) იმყოფება. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი ნომინანტების საბოლოო სია, შესაბამისად, ისიც, მოხვდება თუ არა ქართველი მომღერალი მათ შორის.

„ჩვენი გუნდი აფასებს ხოლმე წლის რელიზებს და იმის მიხედვით, თუ რომელ რელიზს უფრო აქვს წარმატების შანსი საერთაშორისო დონეზე, ვარჩევთ არტისტს ან ნაწარმოებს, რომელსაც ვაგზავნით. სხვადასხვა კრიტერიუმია, რომლითაც გრემი კანდიდატებს აფასებს და ჩვენ ვირჩევთ მას, ვისაც ყველაზე დიდი შანსი აქვს ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე გვაქვს ფორმულა, თუ როგორ მივიდეთ მინიმუმ ნომინირებამდე. მერე კი უკვე ვნახოთ… შემდეგ ეტაპზე გადასვლა რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ადრე თუ გვიან ესეც იქნება.”

გრემის განსახილველ სიაში მოხვედრას გამოეხმაურა თავად ლიზა ყენიაც. მომღერალმა ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს და მაყურებელს წარდგენილი სიმღერის მოსმენითა და გაზიარებით მისი მხარდაჭერას სთხოვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი უჩივის, რომელიც ამტკიცებს, რომ Diddy-ს სტუდიური სესიის დროს ის ნარკოტიკებით მოწამლეს და შემდეგ სექსუალურად იძალადეს 

შემდეგი სტატია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი