ფესტივალი „საჩუქარი” ბრიტანელი რეჟისორის რუმინული სპექტაკლით „ოიდიპოს მეფე” გაიხსნა

ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეორეპორტაჟი.

ფესტივალი „საჩუქარი” გაიხსნა. 3 და 4 ოქტომბერს აბრეშუმის ქარხანაში ბრიტანელი რეჟისორის, დეკლან დონელანისა და კრაიოვას თეატრის ერთობლივი სპექტაკლი „ოიდიპოს მეფე” გაიმართა. მაყურებელმა სოფოკლეს ანტიკური პიესა თანამედროვე დროსა და სივრცეში იხილა. ინოვაციური იყო მსახიობებისა და აუდიტორიის ურთიერთობის მოდელიც. ტრადიციული თეატრალური განლაგებისგან განსხვავებით, სპექტაკლზე მაყურებელი და მსახიობები ერთ სივრცეს იზიარებდნენ. ფეხზე მდგომი აუდიტორია მსახიობებთან ერთად გადაადგილდებოდა და მათთან ერთად მოვლენების უშუალო მონაწილე ხდებოდა. 

დეკლან დონელანი მსოფლიოში აღიარებული რეჟისორია, რომელსაც მიღებული აქვს ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის ღირსების ორდენები. ის არის ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის, ოქროს ნიღბისა და ლორენს ოლივიეს ჯილდოს ოთხგზის მფლობელი. 

ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეორეპორტაჟი სპექტაკლის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდე Wicked-ის სამსახიობო შემადგენლობის ჩამონათვალში თავისი სრული სახელით წარდგა

შემდეგი სტატია

კაილი მინოუგს 90-იანი წლების თავისუფლება ენატრება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი