ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ – წერს ბიონსე სოციალურ ქსელში.

ბიონსემ გრემის ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 8 ნოემბერს 2025 წლის გრემის ნომინანტების ვინაობა გახდა ცნობილი და ბიონსე 11 ნომინაციით დაჯილდოების ლიდერია. მიუხედავად ამ წარმატებისა, მომღერალმა ყურადღება სხვა არტისტს – ლინდა მარტელს დაუთმო. 

მარტელი ნომინირებულია საუკეთესო მელოდიური რეპის შესრულების კატეგორიაში, ბიონსესა და Shaboozey-სთან ერთად, სიმღერისთვის Spaghetti. სინგლი შესულია ბიონსეს მერვე სტუდიურ ალბომში Cowboy Carter. Spaghetti-ს გარდა მარტელმა კიდევ ერთი პარტია შეასრულა ამავე ალბომში შესულ სიმღერაში – The Linda Martell Show. 

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ – ეს აღწერა ბიონსემ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მომღერლის ძველ ფოტოს დაურთო.

მარტელმა მაისში Billboard-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის Cowboy Carter-ში მონაწილეობით ბედნიერი იყო. არტისტმა ასევე აღნიშნა, რომ აფასებს ყურადღებას, რომელიც ბიონსემ მის მუსიკას მოუტანა.

ბიონსემ 67-ე გრემის დაჯილდოებაზე 11 ნომინაცია მიიღო, რაც მას ღონისძიების ისტორიაში ყველაზე ნომინირებულ არტისტად აქცევს. ბიონსე ნომინირებულია წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის, საუკეთესო ქანთრი სიმღერისთვის Texas Hold ‘Em. ბიონსე Cowboy Carter-ით ასევე წარდგენილია წლის ალბომის და საუკეთესო ქანთრი ალბომის კატეგორიაში, საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში სიმღერისათვის Bodyguard და საუკეთესო პოპ დუეტის/ჯგუფის კატეგორიაში ტრეკისათვის Levii’s Jeans. Spaghetti-სათვის ბიონსე წარდგენილია მელოდიური რეპის შესრულების ნომინაციაშიც. რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს, ესენია: საუკეთესო ქანთრი სოლო შესრულება სიმღერისათვის 16 Carriages, საუკეთესო ქანთრი დუეტის/ჯგუფის შესრულება II Most Wanted-ისათვის და საუკეთესო ამერიკანას შესრულება სიმღერისათვის Ya Ya.

ბიონსეს ახლა ჯამში 99 ნომინაცია აქვს. 2023 წელს, როცა მომღერალმა ოთხი ჯილდო მოიგო, ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტის ტიტული მოიპოვა. 

იხილეთ ბიონსეს პოსტი, რომლითაც მან ლინდა მარტელს გრემი დაჯილდოებაზე ნომინირება მიულოცა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე რეპ კატეგორიებში 7 ნომინაციით ლიდერობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი