Rolling Stone-თან ახალ ინტერვიუში ტიმოთე შალამე ბობ დილანის როლზე საუბრობს

ტიმოთე შალამე როლისათვის ხუთი წელი ემზადებოდა.
ტიმოთი შალამე. ფოტო: Gotham/GC Images

ტიმოთე შალამე ამბობს, რომ ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში A Complete Unknown მთავარი როლის შესრულებისას ტრადიციული სამსახიობო ოსტატობის “მეთოდური” მიდგომა არ გამოუყენებია. მსახიობი ამავდროულად აღიარებს, რომ ღამით ვერ იძინებდა იმაზე ნერვიულობით, რომ პერსონაჟის აღმოჩენის იმპულსს დაკარგავდა. 

Rolling Stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 28 წლის მსახიობმა როლისათვის ხუთწლიანი მომზადების შესახებ ისაუბრა. ამ პერიოდში შალამე ცდილობდა, გარდასახულიყო ახალგაზრდა ბობ დილანად და ლეგენდარული ფოლკ-როკის შემსრულებლის წარსული და ადრეული ხასიათი აღმოეჩინა. ფილმი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 25 დეკემბერს გამოვა.  

„ბობ დილანის გადაღებები სამი თვე გრძელდებოდა, იქამდე კი ამისათვის ხუთწლიანი მომზადება გავიარე. ამიტომ, ამ შესრულებისას მხოლოდ ამაზე ვიყავი კონცენტრირებული. მან ეს დაიმსახურა და კიდევ მეტიც. ღმერთმა დამიფაროს, რომ თუნდაც ერთი დეტალი გამომეტოვებინა,” – განმარტა ტიმოთი შალამემ. 

მიუხედავად იმისა, რომ როლისთვის მზადებას ოთხი თვე უნდა დასჭირვებოდა, პანდემიისა და ჰოლივუდის გაფიცვების გამო შალამეს თითქმის ხუთწლიანი პერიოდი ჰქონდა როლზე ფიქრისთვის. ამ ხნის განმავლობაში ის არა მხოლოდ ხმის, გიტარის, ჰარმონიკისა და დიალექტის კურსებს გადიოდა, რათა სიმღერები ცოცხლად შეესრულებინა გადასაღებ მოედანზე.  

ფილმში შალამეს პარტნიორები მის მიერ გაწეული შრომის მოცულობაზე საუბრობენ. ოსკარზე ნომინირებულმა ედვარდ ნორტონმა, რომელიც პიტ სიგერის როლს ასრულებს, შალამეს თამაში „დიდებულად” შეაფასა. 26 წლის ელი ფენინგმა, რომელიც დილანის ადრეული ასაკის სიყვარულს, აქტივისტ სილვი რუსოს განასახიერებს, შალამეს შესრულებას „ემოციური გამოცდილება” უწოდა.  

„მოსაცდელში ვიყავით და მასობრივი სცენის მონაწილეებს შორის ვიჯექი. რეჟისორმა ტიმის ნება დართო, მთელი კონცერტი აუდიტორიის წინაშე  ჩაეტარებინა. ის მღეროდა სიმღერებს Masters of War და A Hard Rain’s A-Gonna Fall. ეს იდეალური შესრულება იყო, მაგრამ მიმსგავსებას არ ჰგავდა. ეს ტიმი იყო, მაგრამ ამავდროულად ბობიც – ეს მშვენიერი ნაზავი იყო,” – ამბობს ფენინგი.

ფენინგი იხსენებს, რომ შალამეს მიერ მუსიკალური ნომრების შესრულების შემდეგ მასობრივი სცენის ზოგიერთი მონაწილე კამათობდა, მართლა მღეროდა მსახიობი, თუ ეს სინქრონიზაცია იყო. „მე მათ ვუთხარი: ის ნამდვილად მღერის! ვიცი, რომ მღერის!”

წარსულში შალამე და ელ ფენინგი პარტნიორები იყვნენ 2019 წლის ფილმში A Rainy Day in New York. ფენინგის თქმით, ამჯერად მას მიანიშნეს, რომ შესაძლოა, შალამე გადასაღებ მოედანზე განმარტოებულიყო და მხოლოდ საერთო სცენებში გადაკვეთილიყვნენ. 

მონიკა ბარბარო, რომელიც დილანის სხვა პარტნიორს, ჯოან ბაეზს განასახიერებს, ამბობს, რომ შალამე მას ჯერ კიდევ გადაღებებამდე ერთი კვირით ადრე შეხვდა. ამ დროს ის დილანის პერსონაჟის კოსტიუმში იყო გამოწყობილი. „ძალიან ბევრი მეგობარი მეკითხებოდა: შეხვდი ტიმის? მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მას პირველად სწორედ მაშინ შევხვდი, როცა პერსონაჟად იყო გარდასახული,” – აღნიშნავს ბარბარო. 

ტიმოთი შალამე ბობ დილანს არ შეხვედრია და არ დალაპარაკებია. მას კარგად ესმის ისიც, რომ ბობ დილანის მსგავსი ლეგენდარული ფიგურის თამაში დიდი გამოწვევაა.  ეს ისეთივე მასშტაბის გამოწვევაა, როგორც მსახიობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი – Dune-ის პოლ ატრეიდესის პერსონაჟი. „სხვაობა იმაშია, რომ პოლ ატრეიდესისთვის ბედი წინასწარ განსაზღვრულია, რაც მისთვის უდიდესი შინაგანი კონფლიქტის მიზეზია,” – განმარტავს შალამე. ბობისთვის კი ეს თავისი უნარებით მიღწეული შედეგია.”

კითხვაზე, თუ რატომ იზიდავს ტიმოთი შალამეს დიდი როლები, მსახიობი სიცილით პასუხობს – „ისინი მპოულობენ მე და არა – პირიქით.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Beatles ’64 – ნახეთ მარტინ სკორსეზეს პროდიუსერობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პირველი ტრეილერი

შემდეგი სტატია

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაეგეგმა და აღესრულებინა მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოეხდინა პოტენციური მსაჯულების განწყობაზე.
მეტი