ნახეთ: კამილა კაბეიო მომავალი ალბომის Familia ტრეკლისტს აქვეყნებს

ფოტო: Billboard/David Needleman

კუბური წარმოშობის პოპ შემსრულებელმა, კამილა კაბეიომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე თავისი მომავალი, რიგით მესამე ალბომის Familia ტრეკლისტი გამოაქვეყნა. 12 კომპოზიციისგან შემდგარ სტუდიურ ნამუშევარში, რომელიც 8 აპრილს ჩაეშვება გაყიდვაში, მოწვეული არტისტის რანგში მომღერლები: ედ შირანი, უილოუ, მარია ბეკერა და იოტუელ რომერო გვხვდებიან.

“Familia შემდეგ პარასკევს გამოვა. რომელი სიმღერა გახდება თქვენი ფავორიტი?” – დაწერა კამილამ.

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ახლახან სოციალურ ქსელში ორი ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გააზიარა, თუმცა მათი სახელები არ გამოუქვეყნებია. მანამდე კი მან საქველმოქმედო კონცერტში Concert for Ukraine მიიღო მონაწილეობა, სადაც ედ შირანთან ერთად მომავალ სტუდიურ ჩანაწერში შესული სიმღერა Bam Bam შეასრულა.

ნახეთ: კამილა კაბეიო და ედ შირანი სიმღერას Bam Bam ასრულებენ

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Glass Animals

მოუსმინეთ: Glass Animals-მა ლორდის Solar Power დააქავერა

შემდეგი სტატია

2022 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი