ნიკ კეივს სურს, რომ მის დაკრძალვაზე კანიე უესტის მუსიკა ჟღერდეს

ცოტა ხნის წინ კეივმა უესტს ყველაზე დიდი არტისტი უწოდა.
ნიკ კეივი
Joel Ryan

ნიკ კეივმა უკვე აირჩია საკუთარი დაკრძალვის საუნდტრეკი და, როგორც ჩანს, ეს მისია კანიე უესტს დაეკისრა.

კეივმა ამის შესახებ თავის ვებსაიტზე, Red Hand Files-ზე დაწერა, სადაც ის ფანების გაგზავნილ წერილებს პასუხობს. ამჯერად მან ორ წერილს უპასუხა. პირველი, რომლის ავტორია ჰელენი დიდი ბრიტანეთიდან, ეხებოდა მუსიკოსის გამოჩენას ბიბისი რადიოს პროექტში Desert Island Discs, სადაც სტუმრები ირჩევენ იმ სიმღერებს, რომლებსაც უკაცრიელ კუნძულზე წაიღებდნენ. კეივის არჩევანი კი ასე გამოიყურებოდა: ბობ დილანი და ჯონი ქეში, T. Rex, ნინა სიმონე, ჯონ ლი ჰუკერი, კარენ დალტონი, ტიმ როსი, კანიე უესტი და The Saints.

ჰელენი კეივს ეკითხებოდა, თუ როგორ ართმევდა თავს საკუთარ თავთან ჰიპოთეტურ შეკითხვებს დანაკარგსა და დანაშაულთან დაკავშირებით. მეორე კითხვა კი დამიანს ეკუთვნოდა აშშ-დან, რომელსაც აინტერესებდა, თუ რომელ სიმღერას აირჩევდა კეივი საკუთარი დაკრძალვისთვის.

გულშემატკივრებს ავსტრალიელმა მუსიკოსმა ერთი წერილით უპასუხა. მას შემდეგ, რაც, ელენის კითხვის საპასუხოდ, ვრცლად ისაუბრა გლოვის საკუთარ გამოცდილებაზე, კეივმა ბოლო წინადადებით დამიანის კითხვასაც უპასუხა: „ჰო, დამიან, კანიე უესტის I Am A God, თუ შეიძლება.”  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კეივმა თავისი სიმპათია გამოხატა უესტის მიმართ. 2020 წელს ასევე Red Hand Files-ის პასუხებში მან კანიეს „ჩვენი ყველაზე დიდი არტისტი” უწოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონა: „მთავრობა ანგრევს ყველა იმ თავისუფლებას, რისთვისაც ვიბრძოდით”

შემდეგი სტატია

Bring Me The Horizon-ის ვოკალისტი ოლი საიკსი Leeds Festival-ზე, 2022 წლის 28 აგვისტო. ინგლისი ფოტო: კატია ოგრინი / Redferns

ლიემ გალაგერი ბენდ Bring Me the Horizon-ის მიერ ნამღერ Wonderwall-ს გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი