ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” – ბარბარე სტურუა.
ლედი გაგა და ბარბარე სტურუა Saturday Night Live-ის წვეულებაზე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლედი გაგასა და ქართველი გოგონას ფოტო გავრცელდა. ფოტო Saturday Night Live-ის წვეულებაზეა გადაღებული, გოგონა კი, რომელიც პოპვარსკვლავთან ერთად პოზირებს, ბარბარე სტურუაა. ლეგენდარულ მომღერალთან შეხვედრის დეტალებს ის Billboard საქართველოს უყვება:

ბარბარე სტურუა:

„ლედი გაგა Saturday Night Live-ზე გავიცანი. პირველად NBC-ის სტუდიაში ვნახე, სადაც თავად ლაივი იმართება, ხოლო შემდეგ იყო წვეულება, რომელზეც, ისე მოხდა, რომ მის მაგიდასთან ახლოს მოვხვდი. ცოტა ხანი ვისაუბრეთ იმ თავგადასავლებსა და კურიოზებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება. ძალიან უშუალო, თავმდაბალი და განსაკუთრებით კეთილი ადამიანია, აღფრთოვანებული ვარ მისი გაცნობით. ლედი გაგას თან ახლდა საქმრო მაიკლ პოლანსკი, რომელიც ასევე ძალიან თავმდაბალი პიროვნებაა. იმდენად უშუალოები არიან, ვერც იფიქრებ, რომ ძალიან დიდი ვარსკვლავები არიან, თუმცა, რეალურად, ასეა. მაგიდასთან ასევე ისხდა გაგას მთელი გუნდი: სტილისტი, პროდიუსერი, ბენდი – ყველა მართლა განსაკუთრებული ადამიანია. ჩემთვის ეს იყო ლეგენდარული საღამო, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. გარდა ამისა, წვეულებაზე იყო თავად Saturday Night Live-ის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. ასე რომ, ასეთი საოცარი თავგადასავალი გადამხდა თავს.”

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბარბარე Saturday Night Live-ს ესწრება. ლეგენდარულ შოუზე ის პირველად 2022 წლის პირველ ოქტომბერს მოხვდა, როცა ეპიზოდის წამყვანი მსახიობი მაილს ტელერი, მუსიკალური სტუმარი კი კენდრიკ ლამარი იყო.

„ჩემი ბიძა დაგლას დუგენი 1987 წლიდან მუშაობს Saturday Night Live-ზე და პირველად იქ სწორედ მან მიმიყვანა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის სივრცე იყო, სადაც ყველაზე კარგად მესმოდა ადამიანების, რომლებიც ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რაც აღმაფრთოვანებდა. მალე მეგობრებიც გავიჩინე და ძალიან საინტერესო წრე შევიძინე. მას შემდეგ ხშირად მივდივარ, ვესწრები შოუს შექმნის პროცესს,  რამდენჯერმე ლაივზეც ვიყავი. ეს არის, როგორც პატარა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გადაცემას აკეთებენ, რომელიც ასეთ მასშტაბებზე გადის, აი, იმ ერთ კონკრეტულ შოუზე ალბათ სულ 50 ადამიანი მუშაობს. ძალიან ოჯახური გარემოა და ბევრს ვსწავლობ მათგან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მომავალი კარიერაც ამ შოუს დაუკავშირდება და იქ ოფიციალურად ვიმუშავებ.” 

2024 წლის 14 აპრილის შოუს სცენის აწყობა. ეპიზოდის წამყვანი იყო რაიან გოსლინგი

ბარბარე აშშ-ში ამჟამად ჟურნალისტისა და კინორეჟისორის პროფესიას ეუფლება. ის მუშაობდა ისეთ ცნობილ რადიოკორპორაციაში, როგორიცაა iHeartMedia, სადაც ასევე არაერთ მსოფლიო ვარსკვლავთან მოუწია შეხება.

„ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ამ ზაფხულს გვქონდა ღონისძიება Z100 Summer Bash, რომლის ფარგლებშიც იმღერეს Shaboozey-მ, BIA-მ და ტედი სვიმსმა. შემდეგ კი წვეულება გაიმართა, სადაც დრეიკიც მოვიდა. პირადად გავიცანი ტედი სვიმსი, რომელიც ასევე ძალიან თავმდაბალი ადამიანია.

ტედი სვიმსი და ბარბარე სტურუა

 აქ ყოფნის პერიოდში ასევე შევხვდი ლეგენდარულ ჯონი მიჩელს, რომლის მიმართაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოვხატე. ცოტა ხანში კი მისგან საჩუქრად ფოტო მივიღე, წარწერით: „ბარბარესთვის, ჯონი მიჩელისგან.” სხვათა შორის, სწორედ აქედან დაიწყო ნიუ-იორკში ჩემი ჯადოსნური თავგადასავლები. 

თუმცა ჩემთვის ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი შეხვედრა იყო იტალიელ ფოტოგრაფთან – ეს არის ჯანი ბოძაგი, რომელიც ელიზაბეთ ტეილორის პირადი ფოტოგრაფი იყო. მას ეკუთვნის ასევე ბრიჯიტ ბარდოს, ალ პაჩინოს, ოდრი ჰეპბერნის ცნობილი ფოტოები. ეს არის ადამიანი, რომელიც პირადად იცნობდა ფელინისა და მარჩელო მასტროიანს. მართალია პოპვარსკვლავი არ არის და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა სწორედ მასთან შეხვედრა იყო.

ზოგადად, სულ ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკმა განსაკუთრებულად მიმიღო. შემთხვევით ჩემ გარშემო ისეთი შემოქმედი ადამიანები დაგროვდნენ, რომ ძალიან ბევრს ვიღებ მათგან და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ამ ყველაფერს ჩემს შემოქმედებაში გამოვიყენებ.”

ჯანი ბოძაგი და ბარბარე სტურუა
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

შემდეგი სტატია

ტინა ნოულზის თქმით  “Beyoncé-მ გადაწყვიტა, კინოში მოღვაწეობა აღარ გაეგრძელებინა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი