თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

მეგავარსკვლავი 23 ივლისს „დინამო არენაზე” Starring Georgia-ს ფარგლებში წარდგება.

Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში კონცერტს ჯასტინ ტიმბერლეიკი გამართავს. ქართველი გულშემატკივრის წინაშე მსოფლიო მეგავარსკვლავი 23 ივლისს „დინამო არენაზე” წარდგება. განცხადებას ამის შესახებ Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ერთი დღით ადრე Starring Georgia-მ ვიდეოანონსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული კონცერტის თარიღი და ადგილი სახელდებოდა, თუმცა თავად ვარსკვლავის ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. 

მომღერლის, ავტორ-შემსრულებლის, პროდიუსერისა და მსახიობის – ჯასტინ ტიმბერლეიკის წარმატებული კარიერა უკვე 30 წელს ითვლის. მისი შემოქმედება ჯგუფ *NSYNC-თან ერთად დაიწყო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.  2002 წლიდან კი მუსიკოსი უკვე სოლო კარიერას განაგრძობს, რომელიც ამ დრომდე 117 მილიონზე მეტ გაყიდულ ჩანაწერს ითვლის (54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი). ტიმბერლეიკს მიღებული აქვს „ემის” 4 და გრემის 10 ჯილდო. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა  Can’t Stop the Feeling, 2017 წლის ანიმაციური ფილმიდან Trolls Holiday, წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში. მუსიკოსი თავადვე ახმოვანებს ცნობილი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს – ბრენჩს.

ახლახან ტიმბერლეიკმა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was გამოსცა, რომელშიც შედის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Selfish და No Angels. კარგად ნაცნობ რეპერტუართან ერთად „დინამო არენაზე” შეკრებილი გულშემატკივარი ტიმბერლეიკის ახალ ალბომში შესულ სიმღერებსაც მოისმენს. 

ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12 საათზე დაიწყება ბმულზე  TKT.ge/JustinTimberlake. Starring Georgia-ს ერთგულ თანამგზავრებს კი, რომლებიც Starring Card-ის მფლობელები არიან, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ წინასწარი გაყიდვით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები ერთი დღით ადრე, 7 აპრილს, 12 საათზე შეიძინონ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა ახალ სიმღერაში ბიანკა სენსორისთან დაშორება დაადასტურა

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი