ედ შირანის ახალი სიმღერა სახელწოდებით Azizam

Azizam პოპვარსკვლავის მომავალი ალბომის, Play-ს წამყვანი სინგლია.
ედ შირანი, ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 19 სექტემბერი ტიმოთი ნორისი / Getty Images
ედ შირანი, ლოს-ანჯელესი, 2023 წლის 19 სექტემბერი
ტიმოთი ნორისი / Getty Images

ედ შირანმა ახალი მუსიკალური ეტაპი  4 აპრილს  გამოცემული ახალი სინგლით,  Azizam-ით დაიწყო. არტისტმა სიმღერა  გასულ კვირას The Tonight Show-ში კიდევ ერთხელ დააანონსა.  Azizam სპარსულად „ძვირფასო“-ს ნიშნავს, თავად სიმღერა კი პროდიუსერ ილია სალმანზადეს სპარსული ფესვებით არის  შთაგონებული. ოთხგზის გრემის გამარჯვებული მუსიკოსი ამ სიმღერას რამდენიმე კვირა აანონსებდა, მარტის შუა რიცხვებში მან ინსტაგრამზე მცირე ფრაგმენტიც გააზიარა შემდეგი წარწერით: „ალბომი დასრულებულია. სინგლი მალე გამოვა.  აღფრთოვანებული ვარ, როგორც ხედავთ.“

ედ შირანმა სიმღერა Azizam პირველად ნიუ-ორლეანის ქუჩებში,  სოულ რებელსის სასულე ბენდის თანხლებით შეასრულა. ბოლო პერიოდში არტისტი აქტიურად მართავს ქუჩებში სპონტანურ პერფორმანსებს. წმინდა პატრიკის დღეს მან ბოსტონის ირლანდიურ პაბშიც იმღერა, ხოლო ნეშვილში, ბარ  Tootsies-ში კი დაუგეგმავად შეასრულა საკუთარი კომპოზიციები. 

The Tonight Show-ზე არტისტმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი ალბომის,  Play-ს  წამყვანი სინგლი Azizam იქნება.

ედ შირანს 2023 წლის ალბომ Autumn Variations-ის შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუცია, ამ უკანასკნელმა კი  Billboard 200-ზე მე-4 ადგილი დაიკავა. მუსიკოსი ამჟამად  ხანგრძლივი Mathematics Tour-ისგან ისვენებს, რადგან Azizam-ისა და Play-ის პოპულარიზაციას ეწევა, თუმცა ტურნე აპრილის ბოლოს კატარში განახლდება.

მოისმინეთ ედ შირანის ახალი სინგლი Azizam:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

შემდეგი სტატია

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იტალიელი ბანდონეონისტის, მარიო სტეფანო პიეტროდარკის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი