კანიე უესტმა ახალ სიმღერაში ბიანკა სენსორისთან დაშორება დაადასტურა

წყვილმა 2022 წელს იქორწინა.
კანიე უესტი და ბიანკა სენსორი 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Jon Kopaloff/WireImage

კანიე უესტის და ბიანკა სენსორის ურთიერთობას დიდი ხანია თან სდევს გავრცელებული ხმები მათი დაშორების შესახებ, თუმცა ახლახან უესტმა ახალ სიმღერაში ოფიციალურად დაადასტურა მათი განშორება. სიმღერა, რომელშიც რეპერი ამ თემაზე საუბრობს, სწორედ სენსორის სახელს ატარებს. Ye მალე ახალ მუსიკალურ პროექტს, WW3-ს გამოუშვებს. 2 აპრილს არტისტმა პლატფორმა Akademiks-ზე ლაივის დროს მსმენელებს წარუდგინა სიმღერა, სახელწოდებით BIANCA, რომელშიც ის აღწერს, როგორ მიატოვა სენსორიმ.

„მან გაქცევა არჩია, მაგრამ ჯერ სცადა, ფსიქიატრიულში მოვეთავსებინე. მე არ წავალ საავადმყოფოში, რადგან ავად არ ვარ,“ – ასე ჟღერს ტრეკის თარგმანი. ბოლო ხანს უესტი მტკიცედ აცხადებს, რომ არ სურს მედიკამენტების მიღება ან ჰოსპიტალიზაცია. სიმღერაში ის მიანიშნებს, რომ სენსორი გაღიზიანდა იმ აგრესიული და შეურაცხმყოფელი პოსტების გამო, რომლებიც მუსიკოსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სიმღერაში Ye  სენსორისთან ურთიერთობას კასანდრა ვენტურას და Diddy-ს ამბავს ადარებს. ვენტურა შონ კომბსს წლების განმავლობაში ძალადობაში, მათ შორის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ კომბსი ამჟამად დაკავებულია. სასამართლომ მას გირაოზე უარი უთხრა. Diddy ტრეფიკინგსა და ორგანიზებულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, თუმცა ვენტურას ბრალდებებს უარყოფს.

სიმღერაში Ye აღნიშნავს, რომ ბიანკას გადაადგილებას Maybach-ის აპლიკაციით აკვირდებოდა. 

უესტმა და სენსორიმ ქორწილი 2022 წლის დეკემბერში, დახურულ ცერემონიაზე გადაიხადეს. წყვილი პირველად ერთად 2023 წლის იანვარში დააფიქსირეს. როგორც უესტი აღნიშნავს, მიუხედავად დაშორებისა, დღემდე სურს, რომ ბიანკა შეურიგდეს.

იანვარში წყვილმა ბიანკას 30 წლის იუბილე მალდივებზე აღნიშნა, შემდგომ კი ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდნენ იაპონიაში. თებერვალში გრემის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე წყვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა, როცა სენსორი გამჭვირვალე კოსტიუმში პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე.

უესტისთვის ბოლო თვეები განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. მან  პლატფორმა X-ზე არაერთხელ გაავრცელა ანტისემიტური განცხადებები. Ye-მ ასევე გააკრიტიკა ყოფილი ცოლი, კიმ კარდაშიანი, მისი ოჯახი და ჰიპ-ჰოპ სცენის წარმომადგენლები,  მათ შორის: ჯეი ზი, J. Cole, კენდრიკ ლამარი, დრეიკი, Playboi Carti, ტრევის სკოტი და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, J. Cole ჰიპ-ჰოპ მუსიკას ვნებს

შემდეგი სტატია

თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი