Tbilisi Newcomers 2025-ის გამარჯვებული ცნობილია

წელს Tbilisi Open Air-ის სცენაზე მეტალ ბენდი Sif წარდგება.
Newcomers Tbilisi
© Newcomers Tbilisi

10 მაისს CMR-ში აუდიტორიის წინაშე Tbilisi Newcomers 2025-ის ფინალში გასული შემსრულებლები წარდგნენ, გამარჯვებული კი  მეტალ ბენდი Sif გახდა. ჯგუფი წელს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, Tbilisi Open Air-ის სცენაზე გამოვა.

Tbilisi Newcomers უკვე წლებია, ქართული მუსიკალური სცენის გაძლიერებასა და ახალი ტალანტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. პროექტი ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ.  გამარჯვებული კი ტრადიციულად, Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგება,  რაც  ბენდისთვის ახალი გზის დასაწყისია. 

10 მაისს Newcomers 2025-ზე 11 ფინალისტი წარდგა: Sif, Lilluash, The Cave, Pig Kelekh, Stone Cult, Kohre, Funky Ar Minda, See Me, Chveneba, Autocut და Stutter. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, სხვადასხვა ჟანრის ცოცხალი მუსიკა მოესმინა. ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება კი Sif-ის გამოსვლამ დაიმსახურა, რომლის ენერგიულმა შესრულებამ და გამორჩეულმა ჟღერადობამ ბენდს გამარჯვება მოუტანა.

Tbilisi Open Air წელს სპეციალური გამოშვებით 24-25 მაისს, ჩვეულ ადგილას, Lisi Wonderland-ის სივრცეში ბრუნდება. მუსიკალური  ფორმატის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრი, ნაციონალური ბალეტი, ქართული მუსიკალური ლეიბლები, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი და თბილისის წიგნის ბაზრობა.

“აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air ყოველთვის იყო თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სიმბოლო. წლევანდელ ღონისძიებას კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია დაემატება –  გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ფონდსა და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულ კავშირში გადაირიცხება.” – წერია ფესტივალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Ye ებრაულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სკანდალური სიმღერის – Heil Hitler-ის გამო მკაცრად გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

SEVDALIZA - HEROINA FT. LA JOAQUI

Sevdaliza-სა და La joaqui-ს კოლაბორაციული სიმღერა HEROINA

შეიძლება დაგაინტერესოთ

Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი