L’Impératrice – ფრანგული დისკო მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე

ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე 6 სექტემბერს District 4-ის სივრცეში წარდგება.

2025 წლის 6 სექტემბერს მსოფლიო მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგული ჯგუფი L’Impératrice თბილისში კონცერტს გამართავს. ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე 2024 წლის ალბომის, Pulsar-ის ტურნეს ფარგლებში წარდგება. კონცერტი District 4-ში გაიმართება. 

L’Impératrice იმ ბენდების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ფარგლებს მიღმა მოიპოვეს პოპულარობა და საერთაშორისო მასშტაბით წარმატებულ პროექტად იქცნენ. ბენდი ხვდებოდა ისეთი ცნობილი ფესტივალების ლაინაფში, როგორებიცაა: Coachella, Primavera Sound და Outside Lands. 

2024 წელს ჯგუფი მსმენელის წინაშე ახალ ვოკალისტთან ერთად ახალი ალბომით დაბრუნდა. La Impératrice-ის შემადგენლობაში ამჟამად არიან: ჩარლი დე ბუასგანი (Charles de Boisseguin), ჰანი გვონი (Hagni Gwon), დევიდ გოგე (David Gaugué), ტომ დავო (Tom Daveau), აშილ ტროსელიე (Achille Trocellier) და ახალი ვოკალისტი სასცენო სახელით – Louve, რომელიც ბენდს 2024 წლის ოქტომბერში, ფლორ ბენგიგის წასვლის შემდეგ შეუერთდა. 

La Impératrice 2012 წელს პარიზში ჩამოყალიბდა. ბენდმა მსმენელის ყურადღება გამორჩეული ჟღერადობითა და ელექტრო-დისკო ექსპერიმენტებით მიიპყრო. 

ჯგუფის ჟანრობრივი მიმართულება მოიცავს  პოპს, ფანკს და ნიუ-დისკოს. ასევე ვხვდებით სინთეზატორებს, ვინტაჟური ფანკისა და დისკო ელემენტებს, რომელსაც რბილი, ჰარმონიული ვოკალი ერწყმის. ჯგუფი ჩარლი დე ბუასგანმა თავდაპირველად სოლო პროექტის სახით შექმნა. ჯერ კიდევ 2011 წელს ის მარტო წერდა ფანკ მუსიკას. „არ მინდოდა, უბრალოდ დიჯეი ვყოფილიყავი. ვოცნებობდი ნამდვილ ბენდზე – იმ ქიმიაზე, რაც სცენაზე ხდება,” – აღნიშნა მან 2024 წელს Billboard-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. სწორედ ამ იდეით  შეიქმნა  La Impératrice. 

მოგვიანებით მას შეუერთდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტალისტები, 2015 წელს კი ვოკალისტი, რის შედეგადაც La Impératrice სრულყოფილ ბენდად იქცა და სწორედ ამ ტრანსფორმაციის შემდეგ მიიპყრო მსოფლიო ყურადღება. წლების განმავლობაში მათი არაერთი სიმღერა იქცა ჰიტად. Vanille Fraise, Peur des filles და Agitations tropicales – ეს სწორედ ის კომპოზიციებია, რომლებმაც ჯგუფს გლობალურ მუსიკალურ სივრცეში აღიარება მოუტანა. 

დღემდე ბენდს გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი: Matahari (2018), Tako Tsubo (2021) და Pulsar, რომელიც 2024 წლის 7 ივნისს გამოიცა. Pulsar ბენდისთვის განსაკუთრებული ნამუშევარია. „პირველად მოხდა, როცა სტუდიაში ჩავიკეტეთ და ვთქვით: ეს ალბომი 100%-ით ჩვენი უნდა იყოს, ყველას  ჩარევის გარეშე,“ – აღნიშნეს ბენდის წევრებმა Paste Magazine-თან ინტერვიუში. 

აღსანიშნავია, რომ ახალი ალბომის გამოცემიდან რამდენიმე თვეში ვოკალისტმა ფლორ ბენგიგიმ ჯგუფი ოფიციალურად დატოვა. მისი თქმით, ბენდის წევრებისა და მენეჯმენტის მხრიდან სისტემურ არასათანადო მოპყრობას განიცდიდა და ერთ პერიოდში სტრესის გამო ხმაც კი დაკარგა. ეს ბრალდებები ბენდმა უარყო და მსმენელს ახალი ვოკალისტი, ფრანგი პოპ-მომღერალი Louve წარუდგინა. 

დროსთან ერთად La Impératrice-ის შემოქმედებითი პროცესი მნიშვნელოვნად იხვეწებოდა. მათმა მსუბუქმა, საცეკვაო სტილმა საერთაშორისო აუდიტორია მიიზიდა. ჯერ კიდევ  2021 წლის ალბომის Tako Tsubo-ს მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჯგუფმა კონცერტები გამართა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ბრიტანეთში. ყველა შოუზე ბილეთები სრულად გაიყიდა. „არ არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ფრანგული პროექტი, მით უმეტეს ბენდი საერთაშორისო მასშტაბით პოპულარული ხდება. ეს ყველაფერი, თითქოს ახდენილი ოცნებაა,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა წევრმა ჰანი გვონმა. 

District 4-ში დაანონსებული კონცერტი L’Impératrice-ის მსმენელებისათვის საინტერესო მუსიკალური გამოცდილება იქნება, რამდენადაც ბენდი  ახალ ვოკალისტთან ერთად წარდგება და და 7 ივნისს გამოქვეყნებული ალბომიდან  ახალ კომპოზიციებს შეასრულებს. 

ბილეთების TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ღონისძიების ორგანიზატორია Music Cookz – ახალი ქართული კომუნა, რომელიც შთამბეჭდავი მუსიკალური ღონისძიებების სერიას ქმნის. L’imperatrice-ის ლაივი კი ამ სერიის პირველი ღონისძიებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

15 ივნისს Mechanical Rainbow-ს კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

თამარ ლიჩელი და ლიზი რამიშვილი 15 ივნისს კონცერტს გამართავენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი