კვირის ფავორიტი მუსიკალური რელიზები

კვირის განმავლობაში ახალი ალბომები გამოსცეს: MGK-მ, Jonas Brothers-მა, Gunna-მ და სხვა არტისტებმა.
Machine Gun Kelly - The O2 Arena-ზე, 2025 წლის 18 თებერვალი. ფოტო: კარვაი ტანგი / WireImage
Machine Gun Kelly – The O2 Arena-ზე, 2025 წლის 18 თებერვალი. ფოტო: კარვაი ტანგი / WireImage

აგვისტოს პირველი კვირა ახალი მუსიკალური პროექტებით სრულდება, ალბომები გამოსცეს MGK-იმ, Jonas Brothers-მა და სხვა არტისტებმა.

8 აგვისტოს კოლსონ ბეიკერმა, იგივე  Machine Gun Kelly-მ ახალი ალბომი Lost Americana გამოუშვა, ეს კი მისთვის სხვა ჟანრში ძალების მოსინჯვაა. არტისტმა კარიერა ჰიპ-ჰოპ ჟანრში დაიწყო, ბოლო წლებში ძირითადად პოპ-პანკზე იყო ორიენტირებული, ახლახან კი ფოლკ ელემენტებით გაჯერებული 13 სიმღერიანი ალბომი შესთავაზა მსმენელს, რომლის დაანონსებაშიც რამდენიმე თვის წინ თავად ბობ დილანმა  მიიღო მონაწილეობა. 

ამავე დღეს Jonas Brothers-მაც გამოუშვა ახალი ალბომი, სახელწოდებით Greetings From Your Hometown. ალბომის მთავარი თემა იმ ადგილებს და სივრცეებს ეხმიანება, რომლებმაც თითოეული ადამიანის პიროვნული მეს ფორმირებაზე მოახდინეს გავლენა. 2019 წელს ბენდის კვლავ გაერთიანების შემდეგ ეს მათი მესამე სრულმეტრაჟიანი პროექტია. 

ეს მხოლოდ ორი ალბომია იმ მრავალი  LP-იდან, რომლებიც მიმდინარე კვირაში არტისტებმა გამოსცეს. ამ სიაში შედიან: Gunna, ბეილი ციმერმანი, ეთელ კეინი, ბრაისონ ტილერი და Amaarae,  თითოეული არტისტისთვის ახალი ალბომი შემდეგი მუსიკალური ეპოქის დასაწყისია. გარდა ამისა,  Laufey – მორიგი ალბომის გამოცემას ორ კვირაში გეგმავს, საიდანაც გულშემატკივრებს წინსწრებით გაუზიარა სინგლი, სახელწოდებით Snow White.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეისი აბრამსმა ტეილორ სვიფტის სიმღერის ქავერი შეასრულა

შემდეგი სტატია

ფრენკ სინატრას 1960-იანი წლების ალბომები, რომლებზეც მუსიკოსმა ქაუნთ ბეისისთან და დიუკ ელინგტონთან ერთად იმუშავა, ხელახლა გამოიცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი