ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) და Bobby Kensei-ს ახალი სიმღერა Yinav

„იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ! მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ.“ – პაოლო იაშვილი.” – ვკითხულობთ სიმღერა Yinav-ის ვიდეოს ვიზუალურ გამოსახულებაზე.
yinav (lyric video dedicated to Tbilisi psychogeography) / DillaNext, Bobby Kensei
yinav (lyric video dedicated to Tbilisi psychogeography) / DillaNext, Bobby Kensei

9 სექტემბერს Youtube პლატფორმა We Bury Dead Satellites In The Ghettos Of Eden-ზე DillaNext-ის (ზურა ჯიშკარიანი) და Bobby Kensei-ს ერთობლივი ტრეკი  Yinav დაიდო, რომელიც  ქალაქის ფსიქოგეოგრაფიულ პერიფერიებს იკვლევს. პროექტის ნაწილში მუსიკა, ინსტალაცია და ვიზუალური ხელოვნება ერთიანდება. ინსტალაცია, რომლის სახელწოდებაა  I HAVE SEEN A CITY, ერთგვარად ქალაქის ხმოვან პორტრეტს ქმნის.

ახალი ტრეკის პროდიუსინგზე Pache-მ, Bobby Kensei-მ და Dilla-მ ერთობლივად იმუშავეს.

როგორც ვიდეოს Youtube აღწერაში არის აღნიშნული, ნამუშევარი იმ სიბრაზისა და სასოწარკვეთის განცდიდან წარმოიშვა, რომელსაც ქალაქის ყოველდღიურობაში ვხვდებით:

„ქალაქში, სადაც ყოველი ქუჩა, დისკურსი და ურთიერთობა ჩიხით მთავრდება, მხოლოდ ორი გზა რჩება: ან წასვლა, ან ხელოვნების შექმნა. ეს ტრეკი და ვიდეო მომაკვდავი ქალაქის ურბანულ-მელანქოლიური მოსაწვევია, ადგილის, რომლის ფსიქოგეოგრაფიასაც დაუფარავად ვიკვლევთ. თბილისს ოდესღაც „კავკასიის პარიზს“ და „პოეტების ქალაქს“ უწოდებდნენ, დღეს კი თითქოს გაქრობის პირას დგას.” –  ვკითხულობთ აღწერაში.

მოისმინეთ: yinav / DillaNext, Bobby Kensei

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი: 11 სექტემბრის პროგრამა

შემდეგი სტატია

Offset ყოფილ ცოლს, Cardi B-ის ახალი ალბომის გამოცემის წინ მხარდაჭერას უცხადებს: „არავითარი დრამა, ყველას გამარჯვება გვჭირდება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი