Juvenile-ის თქმით, 50 Cent-ის ემინემთან თანამშრომლობა მისი დამსახურებაა

ამის შესახებ ამრიკელმა რეპერმა ახალ ინტერვიუში ისაუბრა
Juvenile
GILBERT FLORES FOR VARIETY

ამრიკელი რეპერი Juvenile ამბობს, რომ 50 Cent-ის Shady Records-თან კონტრაქტი მისი დამსახურებაა. მისივე თქმით, ამას 50 Cent-იც ადასტურებს.

ნაილა სიმონთან ინტერვიუში Juvenile-მა ახსნა, რომ მას შემდეგ, რაც 50 Cent-ს თავს დაესხნენ და რეპერი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ის მუსიკის ინდუსტრიაში მიუღებელ ფიგურად იქცა და არავის უნდოდა მასთან მუშაობა.

„მე დავეხმარე 50 Cent-ს კონტრაქტის გაფორმებაში ემინემთან. ჰკითხეთ, ის დაადასტურებს. იმ პერიოდში 50 ვერ ჩადიოდა სტუდიაში, ხოლო მე მქონდა სტუდიური ავტობუსი, ამიტომ შევთავაზე ჩანაწერის გაკეთება ჩემს ავტობუსში,” – თქვა რეპერმა. 

Juvenile-ის თქმით, ემინემმა ის მუსიკალური ვიდეოს გადაღებაზე დაპატიჟა. კლიპს  D12-ისთვის ნიუ-იორკში იღებდნენ, სადაც ასევე იყო G-Unit-ის პრეზიდენტი Sha Money XL.

„როდესაც მივედი Sha Money-სთან ერთად, პირველ რიგში ვუთხარი მას, რა ტიპის მუსიკას აკეთებდა ემინემი და რა ტიპის მუსიკას აკეთებდა 50 Cent,” – განმარტა Juvenile-მა და დაამატა, რომ 50-მა თავის წიგნშიც დაწერა მის როლზე, თუმცა არ მიუთითებია, თუ რომელ წიგნზე საუბრობდა.

Billboard-ი კომენტარისათვის 50 Cent-ის გუნდს დაუკავშირდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Sia-ს განქორწინება ბავშვის მეურვეობაზე დავაში გადაიზარდა – პოპვარსკვლავს ყოფილი ქმარი ნარკოტიკების გამოყენებაში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი — ქალაქის კულტურის სიმბოლოს დაბრუნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი