Billboard-ის საუკეთესო სადღესასწაულო ალბომების ჩარტი 2025 წლის სეზონით ბრუნდება

ჩარტში ლიდერ პოზიციას სიმღერა The Nightmare Before Christmas იკავებს.
The Nightmare Before Christmas BUENA VISTA PICTURES/COURTESY EVERETT COLLECTION
The Nightmare Before Christmas BUENA VISTA PICTURES/COURTESY EVERETT COLLECTION

Billboard-ის საუკეთესო სადღესასწაულო ალბომების ჩარტი 2025 წლის სეზონით ბრუნდება. პირველი  ნოემბრით დათარიღებულ სიაში ტოპ ათეულში კვლავ გვხვდება ყველასთვის საყვარელი, კლასიკად აღიარებული კომპოზიციები, მათ შორის: Vince Guaraldi Trio-ს საუნდტრეკი A Charlie Brown Christmas, მაიკლ ბუბლეის  Christmas და მერაია კერის Merry Christmas, რომლებიც ჩარტში მეორე, მესამე და მეხუთე ადგილებზე იმყოფებიან.

​​ტოპ სადღესასწაულო ალბომების ჩარტი ყოველკვირეულად 2026 წლის იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მომავალ სადღსასწაულო სეზონამდე აღარ განახლდება. ჩვეულებრივ, Billboard-ის ყოველკვირეული სადღესასწაულო ჩარტი ოქტომბრის ბოლოს ახლდება.  

Top Holiday Albums კვირის განმავლობაში ამერიკაში ყველაზე პოპულარულ 50 სეზონურ ალბომს აჯამებს, რომლებიც მრავალმეტრიკული სამომახმარებლო სისტემით ფასდება. ეს სისტემა ალბომების საერთო ერთეულს ითვლის, რომელიც ალბომებისა და ცალკეული ტრეკების გაყიდვების მაჩვენებლით და ასევე სტრიმინგ პლატფორმების მაჩვენებლით ფასდება. 

ყველა სიახლისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ @billboard და @billboardcharts გვერდები Twitter-სა და Instagram-ზე.

რაც შეეხება საუკეთესო სადღესასწაულო ალბომების ჩარტის ტოპ ათეულის დარჩენილ ნაწილს, ის ასე გამოიყურება:  საბრინა კარპენტერი –  Fruitcake (N 4), ბინგ კროსბის – Ultimate Christmas (N 6), ფრენკ სინატრა – Ultimate Christmas (N 7), ნატ კინგ კოული –  The Christmas Song (N8), Pentatonix-ის The Best of Pentatonix Christmas (N9) და ენდი უილიამსის The Andy Williams Christmas Album (N10).

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტი — ქალაქის კულტურის სიმბოლოს დაბრუნება

შემდეგი სტატია

ბილი აილიშის თქმით, Birds of a Feather-ის გამოშვება ლამის გადაიფიქრა, რადგან „სულელურ“ სიმღერად მიაჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი