კინგ კომბსი დედისთვის მიძღვნილ ვიდეოკლიპს აზიარებს, რომლის პროდიუსერიც კანიე უესტია

კომბსმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ სურდა, ახალი სიმღერით Kim გარდაცვლილი დედისთვის პატივი მიეგო.
კინგ კომბსი
“Kim”

Diddy-ს ვაჟმა კინგ კომბსმა ახალი ვიდეოკლიპი გააზიარა სიმღერაზე Kim, რომელიც მის გარდაცვლილ დედას, კიმ პორტერს ეძღვნება. კლიპის პროდიუსერი კანიე უესტია. 

ორწუთიანი ვიდეო 16 ნოემბერს გამოვიდა. ის მოიცავს კინგ კომბსის ემოციურ კადრებს, რომელიც ტირის, გარბის, ზის იარაღით ხელში… ვიდეოში ასევე გაცოცხლებულია კომბსის ბავშვობის მოგონებებიც.

„კიმ, მიყვარხარ, დედა. შენ გარეშე აღარაფერია ძველებურად,” – წერს კომბსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. „ძალიან მენატრები, დედა. ერთი დღეც არ გავა, შენი სიყვარული რომ არ ვიგრძნო. დღევანდელი დღე სულ დარჩება მნიშვნელოვნად. მინდოდა, ამ ვიდეოთი შენთვის პატივი მომეგო. ვიცი, რომ ზეცაში ხარ და ამაყობ ჩვენით. მიყვარხარ სამუდამოდ.”

მანამდე, ივნისში, კომბსმა და უესტმა ერთობლივი EP გამოსცეს, სახელწოდებით Never Stop. უესტის პროდიუსერობით გამოსულ ალბომში მისი და კიმ კარდაშიანის ქალიშვილი ნორს უესტიც მონაწილეობს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩანაწერის ერთ-ერთმა სიმღერამ Diddy Free, რომელიც შონ კომბის საპატიმროდან გათავისუფლებას ეძღვნება. 

„ბილბორდთან” ინტერვიუში კომბსი იხსენებდა, თუ როგორ დაუკავშირდა კანიე, როცა მამამისის სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ Diddy-სთვის 4-წლიანი პატიმრობის განაჩენით დასრულდა.

„ის დამიკავშირდა, რათა ჩემთვის მხარდაჭერა გამოეხატა და შემდეგ ვისაუბრეთ Sean John-ის თანამშრომლობაზე. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ თავიდან ჩვენ სწორედ Sean John-ის კოლაბორაცია უნდა გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ამაზე საუბარი და მან მითხრა, რომ ჩემთან ერთად ხუთსიმღერიანი EP-ის ჩაწერა უნდოდა. მე კი ვუპასუხე: ‘ამას ფიქრიც არ სჭირდება, რა თქმა უნდა,’ და ჩვენ ეს უბრალოდ გავაკეთეთ.”

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე 2025 წლის 16 ნოემბერი, ჰოლივუდი, ფრეიზერ ჰარისონი/WireImage

არიანა გრანდე Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუაში მესამედ წარდგება, მასთან ერთად მუსიკალური სტუმარი კი Cher იქნება

შემდეგი სტატია

რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს” ახალი სიცოცხლე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლუკა თოფურია და NIKALA ელენე წულეისკირი

ლუკა თოფურიას და NIKALA-ს ერთობლივი საღამო Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში

23 მაისს სასტუმრო Telegraph-ის თავზე მდებარე Rolling Stone-ის რუფტოპ ბარში თანამედროვე ჯაზის, სოულისა და ელექტრონული ჟღერადობის უნიკალური კოლაბორაცია შედგება.
მეტი

„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

Quemmekh-ს და გურამ მაცხონაშვილს უკვე რამდენიმე წელია, შემოქმედებითი პაუზა აქვთ, შესაბამისად, კოლაბორაცია სახელოვნებო სცენაზე მათ ერთგვარ დაბრუნებად შეიძლება მოვიაზროთ.
მეტი

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი ჯუდით ოუენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა არტისტები და აუდიტორია ჯაზს აყვავებაში ეხმარებიან.
მეტი
კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი
ოლივია როდრიგო Adrian Martin

ოლივია როდრიგო ახალი სინგლის, The Cure-ის გამოსვლას აანონსებს: „ეს ჩემი ფავორიტი სიმღერაა მომავალი ალბომიდან“ – ამბობს არტისტი

სიმღერა Billboard Hot 100-ის პირველადგილოსანი ჰიტის, Drop Dead-ის შემდეგ გამოდის.
მეტი
Melqo - Crysis Crysis

Melqo-მ ახალი სინგლი და ვიდეოკლიპი Crysis Crysis წარადგინა

„კლიპის სიუჟეტი ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება - მეოჯახეობა, გამოფხიზლება, ბოლო დროს საკუთარი თავის, წარსულისა და გარემოს გადააზრებისას აღმოცენებული აზრობრივი მიმართულებების, ახალი ფენებისა და ინფორმაციული განზომილებების ძიება და აღმოჩენა.“
მეტი