საბრინა კარპენტერის კრიტიკის შემდეგ, თეთრმა სახლმა ICE-ის ვიდეო წაშალა

„არასოდეს გამოიყენოთ ჩემი მუსიკა თქვენი არაადამიანური დღის წესრიგის სასარგებლოდ,” – დაწერა საბრინა კარპენტერმა სოციალურ ქსელში.
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერისა და მისი ფანების მძაფრი კრიტიკის შემდეგ თეთრმა სახლმა წაშალა ვიდეო, რომელშიც გამოყენებული იყო მომღერლის სიმღერა – Juno. ვიდეო აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) ვიდეოში გამოიყენეს.

პოსტი სწრაფად გავრცელდა, მაგრამ არა იმ მიზეზით, რაც ადმინისტრაციას ამოძრავებდა. შეერთებული შტატების ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ოფიცრების კოლაჟში, სადაც ჩანდა, როგორ მისდევდნენ და ხელბორკილებს ადებდნენ ადამიანებს ქუჩებში, ფონად Short n’ Sweet-ის ჰიტი Juno ჟღერდა. „ეს ვიდეო ბოროტი და ამაზრზენია,”– დაწერა კარპენტერმა X-ზე. „არასოდეს გამოიყენოთ ჩემი მუსიკა თქვენი არაადამიანური დღის წესრიგის სასარგებლოდ.” 

კარპენტერის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, Newsweek-თან გაზიარებულ პასუხში, თეთრი სახლის სპიკერმა აბიგეილ ჯექსონმა თქვა: „ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით ჩვენი ქვეყნიდან სახიფათო კრიმინალების – მკვლელების, მოძალადეებისა და პედოფილების დეპორტაციისთვის.”

ამ დრომდე თეთრ სახლს არ გამოუქვეყნებია ახსნა-განმარტება ვიდეოს წაშლის შესახებ, ხოლო კარპენტერის წარმომადგენლებს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კარპენტერისათვის 2025 წელი წარმატებული იყო. მის ანგარიშზე მრავალი Hot 100 ჰიტი და საკონცერტო ტურნეს ხალხმრავალი შოუებია. Juno კი მის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ჰიტად რჩება.

ბოლო დროს აშშ-ის სამთავრობო ოფიციალური არხები პოპ-ჰიტებს პოლიტიკურ მესიჯებს უხამებდნენ. ეს არის ტაქტიკა, რომელმაც უკვე გამოიწვია უკმაყოფილება ისეთი არტისტებისგან, როგორიცაა მაგალითად ოლივია როდრიგო, რომელმაც გასულ თვეში დაგმო თეთრი სახლი მისი სიმღერის, All-American Bitch-ის გამოყენების გამო. „არასოდეს გამოიყენოთ ჩემი სიმღერები თქვენი რასისტული, სიძულვილით სავსე პროპაგანდის ხელშესაწყობად“, – დაწერა მან.

კარპენტერის Juno-ს გამოყენება განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ეს სიმღერა არტისტის Short ’n Sweet ტურზე ფანების ფავორიტი იყო. Juno-ს შესრულებამდე მომღერალი ადამიანებს ხუმრობით ადებდა ბორკილებს იმის გამო, რომ ისინი ზედმეტად მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Little Wait – გიორგი ერგემლიძის ახალი სიმღერა და EP

შემდეგი სტატია

Lil Baby 2025 წლის 13 მაისი ნიუ იორკი DOMINIK BINDL/THE HOLLYWOOD REPORTER

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი