კარაიანის აკადემიისა და ნინო კასრაძის ერთობლივი საღამო „თათუზა” ჯაზკლუბში

ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება.

17 დეკემბერს „თათუზას” მრავალფეროვან პროგრამას კიდევ ერთი განსაკუთრებული საღამო შეემატება. მსმენელის წინაშე წარდგებიან კარაიანის აკადემიის მუსიკოსები და მსახიობი ნინო კასრაძე. შესრულდება საერთაშორისო კამერული მუსიკა – შოსტაკოვიჩის, სილვესტროვის, რიმისა და შუმანის ნაწარმოებები, რომელთა ფონზეც ნინო კასრაძე ლიტერატურულ ჩანართებს წაიკითხავს. 

კარაიანის აკადემია მუსიკალური სკოლაა ბერლინში, რომელიც 1972 წელს ავსტრიელმა დირიჟორმა ჰერბერტ ვონ კარაიანმა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის აკადემიის სახელით დააარსა. აკადემია სწორედ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრისთვის მომავალი თაობების გაზრდას ემსახურება. თუმცა მისი კურსდამთავრებულები ასევე უკრავენ მსოფლიოს სხვა ცნობილ ორკესტრებშიც. 2017 წელს აკადემიას კარაიანის სახელი მიენიჭა. 

„თათუზას” სცენაზე წარდგებიან აკადემიის მუსიკოსები: ჰარი ფრედერიკ კელერ უარდი – ვიოლინო; ბეატა ანტიკაინენი – ჩელო; ნორა ტულია იულნენი – ფორტეპიანო.

ღონისძიების დასაწყისი 20:00 საათი. კარის გაღების დრო – 19:30.

ამავე საღამოს ჯაზკლუბში მეორე კონცერტიც შედგება. მსმენელის წინაშე რობ კლირფილდის კვარტეტი წარდგება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Becky G 2025 წლის 30 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: JC Olivera/Getty Images for State of the Art

გულშემატკივრებმა Becky G-ის Hablamos Mañana კვირის საყვარელ ახალ სიმღერად დაასახელეს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში საზოგადოებას მოუწოდებს, იარაღის კონტროლის გამკაცრებისთვის ხმა აიმაღლონ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი