ბილი აილიში საზოგადოებას მოუწოდებს, იარაღის კონტროლის გამკაცრებისთვის ხმა აიმაღლონ

„არჩევნების გზით ძალაუფლებას ჩამოაშორეთ ისინი, ვინც იარაღის პოლიტიკის რეფორმას არ ემხრობა,” – წერს მუსიკოსი.
ბილი აილიში Avatar: Fire and Ash-ის პრემიერაზე. 2025 წლის 1-ელი დეკემბერი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
JESSE GRANT/GETTY IMAGES FOR 20TH CENTURY STUDIOS

ბილი აილიში იარაღის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საჯაროდ საუბრობს მას შემდეგ, რაც ამ კვირაში თავდასხმების სერია მოხდა. მომღერალმა ინსტაგრამის Story-ში პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას და გამომწერებს არჩევნებში მონაწილეობის და საკუთარი ხმის ცვლილებებისთვის გამოყენების მნიშვნელობა შეახსენა.

აილიში წერს: „დღეს სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი თავდასხმის წლისთავია. ეს დილა ავსტრალიაში, ბრაუნის უნივერსიტეტში და ბრუკლინში მომხდარი მასობრივი სროლის ამბით გათენდა. ეს ყოველივე  გამანადგურებელია.”

გრემის მფლობელი მუსიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, „ხმა აიმაღლონ, ცვლილებებისთვის იმუშაონ და არჩევნების გზით ძალაუფლებას ჩამოაშორონ ისინი, ვინც იარაღის პოლიტიკის რეფორმას არ ემხრობა.“

სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში სროლა 2012 წლის 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირი სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა და 26 ადამიანი მოკლა, მათ შორის 6-7 წლის ასაკის ოცი ბავშვი. ზუსტად 13 წლის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს სამ სხვადასხვა წერტილში სამი მსგავსი ძალადობრივი თავდასხმა მოხდა: სიდნეის ბონდის სანაპიროზე, ავსტრალიაში, ჰანუქას დღესასწაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა; ნიუ-იორკში, ბრუკლინში, დაბადების დღის წვეულებაზე ექვსი მოზარდი დაიჭრა; ხოლო პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტის კამპუსში, თავდამსხმელმა ორი ადამიანი მოკლა და ცხრა დაჭრა.

აილიში უკვე არაერთი წელია, ღიად უჭერს მხარს შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. 2023 წელს ის შეუერთდა გაერთიანებას – The Artists for Action to Prevent Gun Violence. 

Gun Violence Archive-ის მონაცემებით, 2025 წელს აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღით მასობრივი თავდასხმის 392 შემთხვევა დაფიქსირდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კარაიანის აკადემიისა და ნინო კასრაძის ერთობლივი საღამო „თათუზა” ჯაზკლუბში

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნი რეჟისორ რობ რეინერის გარდაცვალებას გამოეხმაურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი