Bedford Falls-მა ახალი კლიპი გამოუშვა

სიმღერა ბენდის დაანონსებულ ალბომში, Lazy Bones-შია შესული.
Bedford Falls – „ამოდი“

Bedford Falls-მა ახალი სიმღერა, სახელწოდებით „ამოდი“ და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. სიმღერა ბენდის დაანონსებულ ალბომში, Lazy Bones-შია შესული. ჯგუფმა მომავალი ალბომიდან კიდევ ორი ტრეკი გამოაქვეყნა: 9 დეკემბერს პირველი სინგლი – AMBROSIA გამოვიდა, 23 დეკემბერს კი მეორე კომპოზიცია – UCNAURI.

ახალი კლიპის რეჟისორები ბენდის ვოკალისტი დათო ჯიქია და ზუკა გეწაძე არიან. საოპერატორო ნამუშევარიც ასევე ზუკა გეწაძეს ეკუთვნის.

2025 წლის დეკემბერში Bedford Falls ჟურნალ Billboard Georgia-ს რედაქტორის წარდგენით გლობალურ Billboard-ზე მოხვდა. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ჟურნალის მეშვეობით ქართული ჯგუფი მრავალმილიონიანმა აუდიტორიამ გაიცნო.

Bedford Falls-მა ახალი პროექტის ანონსი 2025 წლის ნოემბერში გააკეთა. ალბომი Lazy Bones ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

HBO-მ Euphoria-ს მესამე სეზონის ტრეილერი გაავრცელა

შემდეგი სტატია

LIZI GOZALISHVILI

ლიზი გოზალიშვილის პირველი კონცერტი ქართულ აუდიტორიასთან  

შეიძლება დაგაინტერესოთ

Coldplay, კრის მარტინი 2024 წლის Billboard Music Awards-ზე. Anna Lee/Penske Media

Coldplay-ს ადრეული სტუდიური ჩანაწერები და კრის მარტინის აქამდე უცნობი დემო-ვერსია ფილმისთვის „ჯეიმს ბონდი“ აუქციონზე გაიყიდება

კოლექციის ძირითადი ნაწილი ლონდონის Orinoco Studios-ში Coldplay-ს Blue Room-ის სესიებს მოიცავს
მეტი
ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი