პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ამერიკელი მომღერლის, ტონი ბრექსტონის 1990-იანი წლების ჰიტი Breathe Again შეასრულა. არტისტი კომპოზიციას ტრადიციულად თავისი ლაივ ბენდის Y’all თანხლებით მღეროდა.
• ნახეთ: კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში სიმღერა Narcissist იმღერა
Breathe Again ბრექსტონმა 1993 წელს გამოუშვა. ნამუშევარმა ბილბორდის ცხელ ასეულში 35 კვირა გაატარა და ჩარტში მესამე ადგილს მიაღწია. 1995 წელს ტრეკმა ქალის მიერ საუკეთესო არენბი შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო დაიმსახურა.
2018 წელს ალბომის Sex & Cigarettes პრომოუშენის ფარგლებში ტონიმ გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ Breathe Again არის ჩანაწერი, რომლის შესრულებაც არასდროს მობეზრებია. მან ის რიანას 30-ე დაბადების დღის წვეულებაზეც იმღერა.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.