Bedford Falls-მა ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

Bedford Falls –„უპირველეს ყოვლისა“

Bedford Falls-მა ახალ სიმღერაზე –„უპირველეს ყოვლისა“ მუსიკალური ვიდეო წარადგინა. კლიპი ანიმაციური ნამუშევარია, რომელშიც ჯგუფის წევრებს ვხვდებით, მისი ავტორი კი ლევან გაგილაძეა. „უპირველეს ყოვლისა“ შესულია ბენდის სტუდიურ ალბომში Lazy Bones, რომელიც 12 ტრეკს აერთიანებს. ალბომი ქართულ დამოუკიდებელ ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცა და ხელმისაწვდომია ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.

2026 წლის 24 აპრილს მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცის – Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე Bedford Falls კონცერტს გამართავს. საღამო ახალ ალბომს ეძღვნება და ჯგუფი სწორედ Lazy Bones-ში შესულ სიმღერებს შეასრულებს.

Bedford Falls 2014 წელს შეიქმნა. ბენდის შემადგენლობაში არიან: დათო (ვოკალი), მიხო (გიტარა), სანდრო (დრამი და ბექვოკალი) და მიგრო (ბასი). შექმნისთანავე ჯგუფმა სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი სცენაზე და ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბდა.

ბენდის სახელწოდება შთაგონებულია ფრენკ კაპრას საკულტო ფილმით It’s a Wonderful Life, რომლის მოქმედებაც გამოგონილ ქალაქში – Bedford Falls-ში ვითარდება. ამ ქალაქის იდეა ჯგუფის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რადგან Bedford Falls არის ადგილი, სადაც ადამიანების ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

DEENA - Crybaby

 DEENA-ს ახალი ტრეკი Crybaby

შემდეგი სტატია

sTia-ს მუსიკალური მემკვიდრეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი