გავრცელებული ცნობებით, ჰარი სტაილსი ზოი კრავიცზე დაინიშნა

წყვილის რომანის შესახებ ჭორები რვა თვის წინ გავრცელდა.
ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი ნიუ-იორკის ქუჩაში
XNY/STAR MAX/GC IMAGES

ჭორების დაწყებიდან რვა თვის შემდეგ ჰარი სტაილსი და ზოი კრავიცი, გავრცელებული ცნობებით, დაინიშნენ. 

27 აპრილს წყარომ ჟურნალ People-ს დაუდასტურა, რომ ბრიტანელი პოპვარსკვლავი და ამერიკელი არტისტი ქორწინებას უკვე ოფიციალურად გეგმავენ. წყვილის ნიშნობის შესახებ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, 23 აპრილს Page Six-მაც დაწერა. ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფანებმა კრავიცის ხელზე მბრწყინავი ბრილიანტის ბეჭედი შენიშნეს. 

„ბილბორდი” კომენტარისთვის სტაილსისა და კრავიცის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, თუმცა ჯერჯერობით ნიშნობა არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია.

ბოლო დროს წყვილი ერთად არაერთხელ გამოჩნდა ლონდონსა და რომში – ქალაქებში, სადაც მუსიკოსი ძირითად დროს ატარებდა Billboard 200-ის ლიდერი ალბომის, Kiss All the Time. Disco, Occasionally-ზე მუშაობისას. ინტერნეტში ვრცელდებოდა ფანების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეომასალა, რომლებზეც მომღერალი და მსახიობი ქუჩებში სეირნობის დროს ხელჩაკიდებული არიან დაფიქსირებული. 

ჰარი სტაილსი ბოლოს ტეილორ რასელს ხვდებოდა, რომელთან ურთიერთობაც წელიწადზე ნაკლებ დროში დასრულდა. მანამდე მას რომანი ჰქონდა ოლივია უაილდთან, კამილ როუსა და ტეილორ სვიფტთან. ეს უკანასკნელი კრავიცის კარგი მეგობარია. მსახიობი სვიფტის Midnights ალბომში შესული Lavendar Haze-ის თანაავტორია. 

კრავიცი – რომელიც მუსიკოს ლენი კრავიცისა და მსახიობ ლიზა ბონეს ქალიშვილია – მანამდე, 2019-2021 წლებში, ქორწინებაში იმყოფებოდა კარლ გლასმენთან. ის ასევე დანიშნული იყო ჩენინგ ტატუმზე, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 2024 წელს, მათი ურთიერთობაც დასრულდა. 

ჰარი სტაილსი ამჟამად ახალი ალბომის მხარდამჭერი მსოფლიო ტურნესთვის ემზადება. მაისში ის დაიწყებს მინირეზიდენციების სერიას ამსტერდამში, კრუიფის არენაზე, შემდეგ კი ლონდონში, ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

შემდეგი სტატია

ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაილი საირუსი 2026 წლის 26 მარტს დოლბი თეატრში, iHeartRadio Music-ის დაჯილდოებაზე Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ მუსიკას და შესაძლოა სასცენო სახელის ცვლილებასაც აანონსებს?

ვარსკვლავმა, როგორც ჩანს, სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო. შესაძლოა, მაილი საირუსი იმიჯის ცვლილებისთვის ემზადება
მეტი

DillaNext-მა ორი ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

DillaNext ზურა ჯიშკარიანის მიმდინარე მუსიკალური პროექტი და ალტერ ეგოა, რომელიც არტისტის შემოქმედებითი ძიებების ახალ ეტაპს ასახავს.
მეტი

თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოტანილია – დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

1996 წელს ლას-ვეგასში მომხდარი ტრაგიკული სროლიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა.
მეტი

ტენესის გუბერნატორი ნეშვილის აეროპორტისთვის დოლი პარტონის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ამ ინიციატივის შესახებ ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი.
მეტი
Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

იშვიათი და მანამდე გამოუქვეყნებელი სიმღერების კოლექცია 1977-დან 2016 წლამდე პერიოდშია ჩაწერილი.
მეტი

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
მეტი