კანიე უესტი საქართველოში კონცერტს გამართავს

მეგავარსკვლავი „დინამო არენაზე” 12 ივნისს წარდგება.
YE
Starring Georgia

12 ივნისს საქართველოს კანიე უესტი ეწვევა. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ Starring Georgia ავრცელებს. 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგავარსკვლავი კონცერტს „დინამო არენაზე” გამართავს. 

გამოჩენისთანავე კანიე უესტმა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა. მის ანგარიშზეა 24 გრემი, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებები. 

2026 წლის მაისში არტისტმა ახალი ალბომი Bully გამოსცა, რომელსაც ექსკლუზიური შოუები მოჰყვა. მათ შორის იყო ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული წარმოდგენა, რომელიც წლის მუსიკალური ინდუსტრიის მთავარ მოვლენად და სასაუბრო თემად იქცა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ეწვევა რეპერი 12 ივნისს საქართველოს. 

ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქეთი მელუა გამომწერებს „თუ ასე ტურფას” დაკვრას ასწავლის

შემდეგი სტატია

YE – გენიოსი, პროვოკატორი და მუსიკალური ნოვატორი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი