ზურა ჯიშკარიანმა ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა

ნამუშევარი შევა არტისტის მომავალ EP-ში, სახელწოდებით – „ტიტრები“.
DillaNext

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით DillaNext, ახალი მუსიკალური ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა. ვიდეო გადაღებულია ტრეკზე, სახელწოდებით „ჸვამურიცხამ“, რომელიც არტისტის მომავალი EP-ის – „ტიტრების“ მეორე ტრეკია. როგორც მუსიკოსი წერს, ალბომში ყველა კომპოზიცია სხვადასხვა ჟანრისაა. „ტიტრები“ YouTube-ზე ერთი მთლიანი ვიდეოს სახით 27 ივნისს  გამოქვეყნდება.

„ჸვამურიცხამ“ –  სიტყვა ძველი მეგრული ზღაპრიდანაა და „შუბლვარსკვლავიანს“ ნიშნავს.

ზურა ჯიშკარიანი თანამედროვე ქართველი მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედია არტისტია. მისი მუსიკალური შემოქმედების სხვადასხვა ეტაპი არაერთ ცნობილ პროექტს მოიცავს, მათ შორის არის Kung Fu Junkie და KayaKata.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისში ტომ ოდელის კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი