27 და 28 ივნისს ქართული ურბანული ფესტივალი – Flow Flow Fest გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება PVP FLOW B2B-ის სეზონის მასშტაბური და ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი.
Flow Flow Fest

27 და 28 ივნისს მთაწმინდის პარკში, Underwheel Terrace-ზე პირველი მასშტაბური ქართული ურბანული ფესტივალი – Flow Flow Fest გაიმართება. პროექტი თანამედროვე მუსიკალურ და ურბანულ კულტურას, რეპ ბეთლებსა და სპორტულ აქტივობებს აერთიანებს. ფესტივალის მიზანი საქართველოში ურბანული ჟანრის პოპულარიზაცია და ადგილობრივი არტისტებისთვის დიდი სცენის დათმობაა.

Flow Flow Fest-ის ფარგლებში ასევე შედგება PVP FLOW B2B-ის სეზონის მასშტაბური და ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი.

ორდღიანი ფესტივალის ჰედლაინერები არიან: TAHA, BXNNY, MOSKA, KAMI, MADMOSE, IVA G, MVYKL, TOVLY, EREKLE DEISADZE, SKAZZ.

ორგანიზატორები Flow Flow Fest-ს წარადგენენ, როგორც პლატფორმას, რომელიც აუდიტორიას გააცნობს ადგილობრივ მუსიკალურ ინდუსტრიას, ე.წ. რეპ ბეთლების კულტურასა და ახალგაზრდულ სუბკულტურას. ორგანიზატორების თქმით, ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ მსმენელს შეუძლია გახდეს უშუალო მონაწილე.

“ფესტივალის იდეა ქართულ ჰიპ-ჰოპ სივრცეში დიდი ხანია, არსებობდა. სხვადასხვა დროს მცდელობებიც იყო, თუმცა მსგავსი მასშტაბის პროექტი ყოველთვის დიდ რისკთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტეთ სწორედ ჩვენ ამ იდეის რეალობად ქცევა, მარტივია: FlowFlow-ს საქმიანობა თავიდანვე ქართული ჰიპ-ჰოპის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე იყო ორიენტირებული. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ჟანრს და მის წარმომადგენლებს დიდი სცენა ეკუთვნით.

ქართველი არტისტები ყოველდღიურად მუშაობენ, ქმნიან ახალ მუსიკას, რითაც ინდუსტრიას ავითარებენ. ეს ფესტივალი მათი შრომის ერთგვარი დაფასებაა. თუმცა, ამავდროულად, ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკალური ღონისძიება. ეს არის სივრცე, სადაც საერთო ინტერესების მატარებელი მსმენელები ერთმანეთს ხვდებიან და ერთიანდებიან, ხოლო არტისტები იღებენ დამატებით მოტივაციას, იყვნენ უფრო აქტიურები და შექმნან ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰიპ-ჰოპი მუდმივი მოძრაობაა,” – ამბობენ Billboard Georgia-სთან საუბრისას Flow Flow Fest-ის ორგანიზატორები.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ექსპერიმენტული მუსიკის პლატფორმის Tofu Sessions საღამოს წარმოგიდგენთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი