ალბომის დაანონსებიდან და ფესტივალ “კოაჩელას” ჰედლაინერობიდან ორი თვის შემდეგ, ინგლისელმა მომღერალმა ჰარი სტაილზმა რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Harry’s House ჩაუშვა გაყიდვაში. ნამუშევრის გამოშვებას წინ უძღოდა სიმღერის As It Was გავრცელება, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერ პოზიციაზე ზედიზედ სამი კვირა გაატარა.
ალბომის გამოცემამდე მუსიკოსმა ჩანაწერის სინგლები As It Was, Boyfriends, Late Night Talkin და Daylight დღის შოუში TODAY შეასრულა და გადაცემის წამყვანებთან ჩანაწერის შესახებ ისაუბრა.
მომღერალს ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა, რომელი კომპოზიცია იყო მისთვის ყველაზე რთული სამუშაო.
მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელსაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი ერგო. 2019 წელს იგივე შედეგი ჰარის მეორე ნამუშევარმა Fine Line გაიმეორა. 2021 წელს არტისტმა სიმღერით Watermelon Sugar გრემიზე საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტაილზი პირველი მამაკაცია, რომელიც ჟურნალ Vogue-ის ყდაზე მარტო დაბეჭდეს.