ნახეთ, რომელ არტისტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი წარმატება Billboard-ის Songs of the Summer ჩარტში

მერაია კერი, Rihanna, Drake და მორგან უოლენი ზაფხულის მუსიკის ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავებს შორის არიან.
Rihanna - 2007 წლის მაისი - გერმანია Thomas Starke/Getty Images
Rihanna – 2007 წლის მაისი – გერმანია
Thomas Starke/Getty Images

მერაია კერი საშობაო მუსიკის დედოფალია, რასაც Billboard-ის სადღესასწაულო ჩარტებში მისი ჰიტის, All I Want for Christmas Is You-ს წარმატება ნამდვილად ადასტურებს, თუმცა მისი პოპულარობა მხოლოდ ერთი სეზონით არ შემოიფარგლება. მომღერალი Billboard-ის Songs of the Summer-ის ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელია.

როგორც Billboard-მა უკვე დაწერა, ელა ლენგლის ჰიტი Choosin’ Texas 2026 წლის სეზონის შემაჯამებელ Songs of the Summer-ის ჩარტში პირველ ადგილს იკავებს. ჩარტი ყოველწლიურად, მაისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე პერიოდში ყველაზე პოპულარულ სიმღერებს აერთიანებს, მისი შედეგები კი Billboard Hot 100-ის ყოველკვირეულ მონაცემებს ეფუძნება. 

2025 წელს, ალექს უორენის Ordinary-ს შემდეგ, მორგან უოლენმა ზაფხულის ყველაზე პოპულარული სიმღერების ჩარტში მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავა ჰიტებით: What I Want, (ტეიტ მაკრეის მონაწილეობით), Just in Case და I’m the Problem. ის ერთადერთი არტისტია, რომლის სამი სიმღერა სეზონის შემაჯამებელ Songs of the Summer-ის ჩარტის ხუთეულში მოხვდა. 

სტატისტიკის მიხედვით, უოლენი ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ზაფხულის მეფის ტიტულის მოსაპოვებლად.

მაგრამ რომელ არტისტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი წარმატება Billboard-ის Songs of the Summer ჩარტში, რომელიც 1958 წლის ზაფხულიდან, Hot 100-ის ჩარტის დაარსებიდან მოყოლებული, მუსიკის ყველაზე პოპულარულ საზაფხულო ჰიტებს ასახავს? 

ქვემოთ მოცემულია იმ არტისტთა სია, რომლებმაც Songs of the Summer-ის ჩარტში ყველაზე მეტჯერ დაიკავეს პირველი ადგილი და ყველაზე ხშირად მოხვდნენ ათეულში. ასევე ნახავთ ერთადერთ არტისტს, რომელმაც 2020-იან წლებში ზაფხულის ჩარტში ორჯერ შეძლო ლიდერი პოზიციის დაკავება და იმ მუსიკოსებს, რომლებიც  2026 წლის ჩათვლით, ყველაზე  ხშირად მოხვდნენ საუკეთესო ათეულში. 

ექვსმა გამორჩეულმა არტისტმა, მათ შორის მერაია კერიმ და მორგან უოლენმა,  Songs of the Summer-ის ჩარტში პირველი ადგილი ორჯერ დაიკავეს: 

Songs of the Summer-ის  ჩარტის ყველაზე მეტი გამარჯვება მიიღეს არტისტებმა:

ენდი გიბი:  I Just Want To Be Your Everything (1977);- Shadow Dancing (1978)

მერაია კერი: Vision of Love (1990); We Belong Together (2005)

Usher: U Remind Me (2001); Confessions Part II (2004)

კეტი პერი: I Kissed a Girl (2008); California Gurls (Snoop Dogg-თან ერთად, 2010)

Drake: One Dance (WizKid-ისა და Kyla-ს მონაწილეობით, 2016); In My Feelings (2018)

მორგან უოლენი: Last Night (2023); Post Malone-ის I Had Some Help (უოლენის მონაწილეობით, 2024) 

Songs of the Summer-ის ჩარტში საუკეთესო ათეულში ყველაზე მეტჯერ მოხვედრილი არტისტი:

Rihanna Songs of the Summer-ის სეზონის შემაჯამებელ ჩარტებში 10 ჰიტით ლიდერობს

მისი ყველაზე წარმატებული საზაფხულო ჰიტებია: Pon De Replay – მე-4 ადგილი (2005), Unfaithful –  მე-8 ადგილი (2006), Umbrella Jay-Z-ის მონაწილეობით – პირველი ადგილი (2007), Take a Bow –  მე-2 ადგილი (2008), Disturbia – მე-8 ადგილი (2008), Eminem-ის Love the Way You Lie,  Rihanna-ს მონაწილეობით – მე-2 ადგილი (2010), Where Have You Been – მე-6 ადგილი (2012), Calvin Harris-ის This Is What You Came For Rihanna-ს მონაწილეობით – მე-5 ადგილი (2016), Needed Me – მე-7 ადგილი (2016), და DJ Khaled-ის Wild Thoughts Rihanna-სა და Bryson Tiller-ის მონაწილეობით – მე-4 ადგილი (2017).

Songs of the Summer-ის ჩარტის ათეულში ყველაზე მეტჯერ მოხვედრილი არტისტები 

10 – Rihanna

9 – Drake

6  – ჯასტინ ბიბერი

6 – ელტონ ჯონი 

6 – კეტი პერი

6 – Post Malone

6 –  მორგან უოლენი 

5 – მერაია კერი

5  – ბრუნო მარსი

5 – The Rolling Stones

5 – ტეილორ სვიფტი 

5 – Usher

5 –  Wings 

2020-იანი წლების Songs of the Summer-ის ჩარტის  ლიდერები

როგორც ზემოთ აღინიშნა, უოლენი ერთადერთი არტისტია, რომელმაც ამ ათწლეულში Songs of the Summer ჩარტის პირველი ადგილი ორჯერ დაიკავა:  2023 წელს Last Night-ით, ხოლო 2024 წელს Post Malone-ის მონაწილეობით – I Had Some Help.

ამ ათწლეულში უოლენის ექვსი სიმღერა მოხვდა Songs of the Summer-ის  ჩარტის ტოპ 10-ში. ეს შედეგი მან 2023 და 2024 წლების ორი N1 ჰიტით, 2025 წლის საუკეთესო ხუთეულის სამი სიმღერითა და წლევანდელი ჰიტით I Can’t Love You Anymore (ელა ლენგლისთან ერთად) მოიპოვა. 

ჰარი სტაილსმა და SZA-მ 2020-იან წლებში Songs of the Summer ჩარტის ათეულში ოთხ-ოთხჯერ შეძლეს მოხვედრა.

სტაილსის შემთხვევაში, ეს იყო Watermelon Sugar (მე-6 ადგილი) და Adore You (მე-10 ადგილი) 2020 წელს, ასევე As It Was (პირველი ადგილი) და Late Night Talking (მე-9 ადგილი) 2022 წელს.

SZA ათეულში Doja Cat-ის Kiss Me More-ში მონაწილეობით მოხვდა  (მე-4 ადგილი, 2021), შემდეგ საკუთარი სიმღერებით – Snooze (მე-8 ადგილი) და Kill Bill (მე-9 ადგილი) 2023 წელს, ხოლო 2025 წელს კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი Luther (მე-5 ადგილი).

გარდა ამისა, საბრინა კარპენტერმა, ტეილორ სვიფტმა და ელა ლენგლიმ  ამ ათწლეულში Songs of the Summer-ის ათეულში სამ-სამჯერ შეძლეს მოხვედრა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nirvana Martyn Goodacre/Getty Images

Nirvana 2026 წლის MTV Video Vanguard-ის ჯილდოს მიიღებს

შემდეგი სტატია

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი