შაკირა პიკესთან დაშორების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

ფოტო: John Shearer/Invision/AP

კოლუმბიელი პოპვარსკვლავი, შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი, ჟერარდ პიკე დაშორდნენ. ამასთან დაკავშირებით მათ განცხადება გამოაქვეყნეს.

“ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას დაშორებასთან დაკავშირებით. შვილების კეთილდღეობისთვის, რადგანაც ისინი ჩვენი პრიორიტეტები არიან, გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მადლობა გაგებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

შაკირა, რომელიც 45 წლისაა, კლუბ Barcelona-ს მცველს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის Waka Waka (This Time for Africa) პრომოუშენის დროს შეხვდა. წყვილს ქორწინების შემდეგ ორი შვილი, საშა და მილანი შეეძინა.

შაკირასა და პიკეს 11-წლიანი ურთიერთობის დასასრულის შესახებ ცნობები ბოლო პერიოდში ესპანურ მედიაში აქტიურად ქვეყნდებოდა მას შემდეგ, რაც 35 წლის სპორტსმენი ქალაქ ბარსელონაში ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.

შაკირამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. დღეს ის ლათინოამერიკული პოპ სცენის წამყვან წარმომადგენლად ითვლება. სამი გრემის მფლობელ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Whenever, Wherever და Hips Don’t Lie მოუტანა. შემსრულებელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პროდიუსერ Metro Boomin-ის დედა, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

შემდეგი სტატია

მერაია ქერის All I Want for Christmas is You-ს მოპარვაში ადანაშაულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი