ოლივია როდრიგომ MTV Movie & TV Awards-ის ჯილდო მიიღო

ფოტო: Kevin Winter/Getty Images

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ოლივია როდრიგომ MTV Movie & TV Award-ზე საუკეთესო მუსიკალური დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში ნამუშევრით driving home 2 u (a SOUR film) გაიმარჯვა. 19 წლის შემსრულებელის გარდა ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: ჯგუფი The Beatles სურათით The Beatles: Get Back, ჯენეტ ჯექსონი ფილმით JANET JACKSON, ქანიე ვესთის jeen-yuhs: A Kanye Trilogy და ბენდ Oasis-ის Oasis Knebworth 1996.

ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე

“მადლობა ტელეკომპანია MTV-ს ამ ჯილდოსთვის. ეს ალბომი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ფილმმა მას სხვა მნიშვნელობა და კონტექსტი შესძინა. ფანებო, თქვენ რომ არა, აქ არ ვიქნებოდი. ის სიყვარული, რასაც მაძლევთ, ნამდვილად ცვლის ცხოვრებას”, – აღნიშნა როდრიგომ სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.
driving home 2 u (a SOUR film) ოლივია როდრიგოს ალბომის Sour მხარდასაჭერად შეიქმნა. მასზე სტეისი ლიმ იმუშავა. დოკუმენტური სურათი მარტში პლატფორმაზე Disney+ in March გამოვიდა.

ოლივია როდრიგო ახალგაზრდა მსახიობი და მუსიკოსია, რომელსაც პოპულარობა Disney Channel-ის სერიალებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series შესრულებულმა მთავარმა როლებმა მოუტანა. 2021 წლის 8 იანვარს არტისტმა სადებიუტო კომპოზიცია Drivers License გამოაქვეყნა. სინგლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში, მათ შორის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. ამავე წელს ოლივიამ ალბომი Sour გამოუშვა, რომელმაც მას გრემის სამი ჯილდო მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია ქერის All I Want for Christmas is You-ს მოპარვაში ადანაშაულებენ

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: St. Vincent კომპოზიციას Funkytown ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი