პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის ქორწილზე გადაღებული მასალის გამოქვეყნება გრძელდება.
სოციალურ მედიაში გაზიარებულ ვიდეოში ბრიტნი თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, იხილონ, თუ როგორ ზეიმობს ის ცნობილ მეგობრებთან ერთად. მუსიკოსი წარმოგვიდგენს თავის საქორწილო კაბას, კოცნის ქმარს და ცეკვავს მასთან და პოპვარსკვლავ მადონასთან ამ უკანასკნელის სიმღერის Like a Virgin ფონზე.
• ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ
სპირსი და ასგარი 9 ივნისს, დანიშვნის შესახებ განცხადებიდან რვა თვის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს ბრიტნის კლიპის Slumber Party გადაღებებზე გაიცნო.
View this post on Instagram
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც სპირსისა და ასგარის ქორწილის შემდეგ გავრცელდა, ბრიტნი, მადონა, პერის ჰილტონი, სელენა გომესი, დრიუ ბერიმორი და დონატელა ვერსაჩე მადონას ცნობილ სიმღერას Vogue ასრულებენ.
britney, paris hilton, madonna, donatella versace, drew barrymore and selena gomez singing ‘vogue’, iconic pic.twitter.com/EKSPrPMlaD
— 2000s (@PopCulture2000s) June 10, 2022
ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით მან ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერი მუსიკოსის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.